საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
„31 მაისი პოლიციელის დღეა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებს მუნდირს და ბოლომდე რჩება ამ საამაყო პროფესიისა და პოლიციელის ფიცის ერთგული.
როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კარგად მესმის, თუ რა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებით ყოველდღიურად; ზუსტად ვიცი, თქვენი შრომის ფასი და ის საქმე, რასაც ხშირად უდიდესი რისკის სანაცვლოდ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ეწევით.
ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს; პოლიცია კი მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, როდესაც მას ჰყავს პროფესიონალი ოფიცრები, რომლებიც ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომით ემსახურებიან საქართველოს.
მადლობას ვუხდი ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვინც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგას! მადლობა თქვენ სიმამაცისთვის, შრომისა და სამშობლოს სამსახურისთვის!
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს! გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას!"
მსგავსი სიახლეები
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისს სულის შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღე - ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ
30 მაისის ამინდის პროგნოზი
გარეთ უორდი - მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი მეუფე იაკობს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა