დონალდ ტრამპი - ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია“
ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია", - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი ამჟამად „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია" და პრაქტიკულად აღარ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები.
„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკ-მედიაა. ფეიკ-ნიუსები, ალბათ, მათი ყველაზე დიდი აქტივია", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას, ფლოტს, საჰაერო ძალებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ხელმძღვანელობას სრულად გაანადგურებდა და ირანი იძულებული გახდებოდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა. ტრამპის შეფასებით, ზოგიერთი ამერიკული მედია ამ შემთხვევაშიც კი ირანის სასარგებლოდ გააშუქებდა მოვლენებს.
„თუ ირანი თეთრ დროშას აღმართავდა და იტყოდა: „ვნებდებით ამერიკის დიდ და ძლიერ სამხედრო ძალას", „The New York Times" დაწერდა, რომ ირანმა მამაცურად იბრძოლა და ამერიკის შეერთებული შტატები დაამარცხა. გაშუქება ძალიან ცუდია", - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკული მედიის ნაწილი სამხედრო წარმატებებს დამარცხებად წარმოაჩენს, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„ქვეყანა ნამდვილად დიდი რომ იყოს, სამართლიანი მედია სჭირდება. ჩვენ კი სამართლიანი მედია არ გვყავს. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ტყუილის თქმაა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ირანთან კონფლიქტმა რესპუბლიკელებს შუალედურ არჩევნებში პრობლემები შეუქმნას, ტრამპმა უპასუხა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებები საარჩევნო კალენდარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„თუ ამ ლოგიკით ვიმოქმედებდით, არჩევნების დასრულებას უნდა დავლოდებოდით და მხოლოდ შემდეგ გვემოქმედა. მაგრამ ირანს ბირთვული იარაღი არ შეიძლება ჰქონდეს. მე იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია", - განაცხადა ტრამპმა.
მსგავსი სიახლეები
თეთრმა სახლმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - ABCNEWS
დონალდ ტრამპი - ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია“
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
"ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა"-ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
სომხეთში რუსეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის დაიბარეს
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის სახელი კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრიდან უნდა მოიხსნას
ალექსანდრე ლუკაშენკო - უახლოეს დღეებში ემანუელ მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირი მინსკს ეწვევა
ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო
ვლადიმერ პუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
,,რუსეთის ხელისუფლება სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს''- Reuters
ვიქტორ ორბანი - მოვუწოდებთ პეტერ მადიარს, გაასაჯაროოს, რა მიჰყიდა ბრიუსელს უნგრული ინტერესებიდან, უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ
,,თეირანი თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
,,უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს''- დონალდ ტუსკი
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვის ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
რუსეთმა და ყაზახეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს
"გენერალურ მდივანს ვაცნობე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის"-პეტერ მადიარი