აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საელჩოში აცხადებენ, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.
„27 მაისს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტით მყოფმა წარმომადგენლებმა შემდეგი განცხადება გაავრცელეს: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა. დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს. აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით რაც გაფუჭდა, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და მოსწონს, მაგალითად - გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს
ირაკლი კობახიძე - სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას
მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს
გიორგი გაბუნია - სააკაშვილის გუნდის წევრებს ამ ადამიანის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, მათ ბელადს ისღა დარჩენია, სასაცილო განცხადებები გააკეთოს და საზოგადოება გაამხიარულოს