,,თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება''- ჯანმო
ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჯანდაცვის უწყების თანახმად, კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არ წარმოადგენს თავის დანებების უსაფრთხო საშუალებას, ისინი შეიცავენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებებსა და კიბოს რისკს.„აღსანიშნავია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით და ძველი შეფუთვები სრულად ჩანაცვლდა სტანდარტიზებული შეფუთვით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვასა და კანონმდებლობის გამკაცრებაში გამოიხატა.დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფურცელაძემ და აღნიშნა, რომ ცენტრი სამინისტროსთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, მოქალაქეების რეალურ მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.2026 წლის გლობალური კამპანიის მთავარი აქცენტი თამბაქოსა და ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაა.20 წლის წინ საქართველომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო- კონვენციის (WHO FCTC) რატიფიცირება მოახდინა
მსგავსი სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
,,თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება''- ჯანმო
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისს სულის შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღე - ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ
30 მაისის ამინდის პროგნოზი
გარეთ უორდი - მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი მეუფე იაკობს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს