ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა - მედია

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანა მოითხოვა, - იტყობინება Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, ტრამპს სურს შეთანხმებაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული დათმობები იხილოს. შეთანხმება არსებული სახით მოიცავს მხოლოდ ირანის ვალდებულებას არ შექმნას ბირთვული იარაღი. ტრამპს სურს ხელშეკრულებაში გაიწეროს უფრო მკაფიო ვადები და პირობები, რომელთა მიხედვითაც აშშ უკვე გამდიდრებულ ირანულ ურანს მიიღებს.

გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ტრამპს ასევე სურს შეცვალოს ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებას ეხება.

„გარიგება შედგება. რამდენად მალე მოხდება ეს, ვნახავთ. ჩვენ მზად ვართ მოვიცადოთ, რათა პრეზიდენტმა მიიღოს ის, რასაც ითხოვს. ამას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს. შესაძლოა ნაკლები, შესაძლოა მეტიც. იმედი გვაქვს, რომ კვირის ბოლოსთვის რაღაც ხელშესახები გვექნება", - განაცხადა ამერიკელმა წყარომ.

იმის შესახებ, რომ ტრამპმა შეთანხმების პირობების გამკაცრება გადაწყვიტა, The New York Times-იც იტყობინებოდა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი შეშფოთებულია შეთანხმების ზოგიერთი დებულების გამო, რომლებიც ირანის გაყინული აქტივების განბლოკვას ითვალისწინებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
..რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავთ''- რუმინეთის პრეზიდენტი
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს
,,სომხებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში მოხდა, იქაც ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო''- ალექსანდრ ლუკაშენკო
ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა - მედია
თეთრმა სახლმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - ABCNEWS
დონალდ ტრამპი - ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია“
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
"ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა"-ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
სომხეთში რუსეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის დაიბარეს
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის სახელი კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრიდან უნდა მოიხსნას
ალექსანდრე ლუკაშენკო - უახლოეს დღეებში ემანუელ მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირი მინსკს ეწვევა
ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო
ვლადიმერ პუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
,,რუსეთის ხელისუფლება სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს''- Reuters
ვიქტორ ორბანი - მოვუწოდებთ პეტერ მადიარს, გაასაჯაროოს, რა მიჰყიდა ბრიუსელს უნგრული ინტერესებიდან, უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ
,,თეირანი თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
,,უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს''- დონალდ ტუსკი