,,სომხებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში მოხდა, იქაც ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო''- ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთის მოსახლეობას ურჩია, რომ მომავალი გზის არჩევისას, იქნება ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი თუ ევროკავშირი, ძალიან ფრთხილად იყვნენ.
ლუკაშენკომ ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთში მიმდინარე დისკუსიები ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან შესაძლო გასვლისა და ევროკავშირთან დაახლოების შესახებ დიდწილად დაკავშირებულია 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.
მისი განცხადებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ასტანას სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც მხარი დაუჭირეს იდეას, რომ აღნიშნულ საკითხზე სომხეთში რეფერენდუმი გაიმართოს.
„ჩვენ სომეხ ხალხზე ზეწოლას არ ვახდენთ, მაგრამ აშკარაა, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველაფერი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. თუმცა, სომხეთის ხელმძღვანელობა არასწორად იქცევა და ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებაა. ამ მოსაზრებას კავშირის ყველა წევრი ერთხმად იზიარებდა", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, სომხეთი სამიტზე ვიცე-პრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა წარმოადგინა და მხარეთა პოზიციები მისი თანდასწრებით გაჟღერდა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა სომხეთი, რომ არ დაუშვას უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარება.
„სომხებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა, ღმერთმა ნუ ქნას, არ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში მოხდა. ყველაფერი იქაც ზუსტად ასე დაიწყო. თქვენ ეს კარგად გახსოვთ. სომეხი ხალხი, რომელთაც ახლახან ერთი ომი გადაიტანეს, არ უნდა აღმოჩნდეს რთულ მდგომარეობაში. ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით და გონივრულად იმოქმედეთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება თავად სომეხმა ხალხმა უნდა მიიღოს.
„სომეხმა ხალხმა ძალიან სერიოზულად უნდა იფიქროს, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადადგამს. რასაც ხალხი გადაწყვეტს, ჩვენ პატივს ვცემთ", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, სომხეთში მიმდინარე პროცესებით გარკვეული გარე ძალები არიან დაინტერესებული, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ერევანში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა დაპირებას აძლევდა.
„ვიღაცას ეს სიტუაცია აწყობს. ჩავიდნენ, შეკრიბეს ხალხი, გააკეთეს უამრავი დაპირება. თუმცა, ჩვენ ამ დაპირებების შესახებ არაფერი მოგვისმენია, მხოლოდ ბელარუსისა და რუსეთის კრიტიკა გვესმოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ ჯერ საკუთარ თავს შეხედონ", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის სამხედროები უკრაინაში არ იმყოფებიან და არც მომავალში აღმოჩნდებიან.
„ეს არასდროს მოხდება. არასდროს. ჩვენ იქ სამხედროები არ გვყავს და არც გვეყოლება", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, უკრაინის სამხედროებს ბელარუსთან ახალი კონფლიქტის დაწყება არ სურთ და კარგად ესმით, რომ დამატებითი 1 500-კილომეტრიანი ფრონტის გახსნა მათ ინტერესებში არ შედის.
მსგავსი სიახლეები
..რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავთ''- რუმინეთის პრეზიდენტი
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს
,,სომხებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში მოხდა, იქაც ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო''- ალექსანდრ ლუკაშენკო
ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა - მედია
თეთრმა სახლმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - ABCNEWS
დონალდ ტრამპი - ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია“
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
"ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა"-ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
სომხეთში რუსეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის დაიბარეს
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის სახელი კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრიდან უნდა მოიხსნას
ალექსანდრე ლუკაშენკო - უახლოეს დღეებში ემანუელ მაკრონის ნდობით აღჭურვილი პირი მინსკს ეწვევა
ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო
ვლადიმერ პუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
,,რუსეთის ხელისუფლება სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს''- Reuters
ვიქტორ ორბანი - მოვუწოდებთ პეტერ მადიარს, გაასაჯაროოს, რა მიჰყიდა ბრიუსელს უნგრული ინტერესებიდან, უფასო ყველი მხოლოდ თაგვების ხაფანგშია
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ
,,თეირანი თავის უფლებებს არა დიალოგით, არამედ რაკეტებით მიაღწევს''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
რუმინეთი რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
,,უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს''- დონალდ ტუსკი