,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
„ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს! მსურს განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს: მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.
„პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს."ამ საზეიმო წუთებში, უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით, ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უძვირფასესი - საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. მათი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში და მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო