მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს თქვენი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში, კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს მუდმივ, თავდაუზოგავ შრომას და ქვეყნისადმი თავდადებას. ეს დღე განსაკუთრებულია პირადად ჩემთვისაც. პირველი სამსახური, რომელიც ადამიანს განსაკუთრებულად ამახსოვრდება, ჩემთვისაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. ზუსტად ვიცი, თუ რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა ღირებულებებზე დგას ეს სამსახური, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის სამშობლო, ღირსება და ერთგულება.
საკუთარ თავზე და ბევრ თანამებრძოლზე გამომიცდია, როგორი ძლიერია პოლიციაში გუნდურობის განცდა, უღალატობა, ურთიერთგატანა, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისთვის თავგანწირვა, საქმისადმი თავდადება.
თქვენი საქმიანობა, პროფესიულთან ერთად, სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებას, სიამაყის განცდას, პოლიციელის შრომისა და თავგანწირვას მორალურ ფასს, პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელების პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში და სიამაყის განცდაში.
„გავიხსენებ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თანადგომას ვუცხადებ გმირების ოჯახებს, ახლობლებს, რომლებიც ამ მძიმე დანაკლისის ტკივილს სიამაყით ატარებენ.
თქვენ ხართ საზოგადოების იმედი. თქვენ იცავთ ჩვენი შვილების მომავალს. ყოველთვის გასხოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში, სიამაყის განცდაში! თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა!
კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. თითოეულს გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბევრ წარმატებას და ძალიან მალე, ერთიანი საქართველოს სიამაყით მსახურებას! ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, საქართველოს!", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს
თეა წულუკიანი გახარიას გუნდის წევრებს:ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს, იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო