1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხშირად მცირე პაუზა და დისტანცია საუკეთესო საშუალებაა გრძნობების გასაახლებლად და ერთმანეთის დასაფასებლად. ამ დღეებში უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. ამასთან, ყველა თქვენს დახმარებას ელის: კოლეგა, მეგობარი, ახლობელი... დაეხმარეთ, მაგრამ ისე, რომ საკუთარი საქმე არ დააზიანოთ. თქვენმა უსაზღვრო სიკეთემ და თავდადებამ შესაძლოა, ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს. თუ ბოლო დროს სამუშაო სიხარულს აღარ განიჭებთ, ხოლო დაკავებული თანამდებობა თქვენს უნარებს არ შეესაბამება, სხვა სამსახური უნდა მოძებნოთ. თუ დიდ გარიგებას ან მსხვილ შენაძენს გეგმავთ, შეეცადეთ ეს მომავალი კვირის განმავლობაში გააკეთოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას. სავარაუდოდ, მენიუ უნდა შეცვალოთ.
კურო
თქვენი გარეგნული თუ შინაგანი თვისებები ახალ თაყვანისმცემლებს მიიზიდავს, ამიტომ შეიძლება ძველი კავშირების მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგოთ. დღის პირველ ნახევარში დაწყებული ყველა პროექტი შესანიშნავად განვითარდება და სასურველ შედეგს გამოიღებს. ჰოროსკოპი გირჩევთ ინვესტირების ყველა ვარიანტი განიხილოთ - კერძოდ, რა რაოდენობის და რა ვადით დააბანდებთ ფინანსებს მაქსიმალური მოგების მისაღებად. მოერიდეთ კამათს - უმჯობესია ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა დაანახვოთ. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ურთიერთობები შეზღუდოთ. დააწესეთ საზღვრები და „არას" თქმა ისწავლეთ, რათა თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური კეთილდღეობა დაიცვათ.
ტყუპები
სიყვარულში გამოგიტყდებათ ადამიანი, რომელიც გრძნობების გამჟღავნებას დიდხანს ვერ ბედავდა და ეს თქვენთვის ძალიან მოულოდნელი იქნება. პლანეტები მიუთითებენ, რომ ამ დღეს დებატებში მონაწილეობას თავი უნდა აარიდოთ, რადგან უფრო მეტად დაზარალდებით, ვიდრე თქვენი ოპონენტი. მიმდინარე პროექტების დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციეთ - ზოგჯერ წვრილმანების უგულებელყოფამ შეიძლება საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინოს. ფულთან დაკავშირებულ საქმეებში ზედმეტ აქტიურობას ნუ გამოიჩენთ. ნუ მისცემთ უფლებას სასოწარკვეთასა და დეპრესიას, თქვენს გონებას დაეუფლოს! მენიუდან გამორიცხეთ ცომეული, რომელიც კალორიების დაგროვებას ხელს უწყობს.
კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე რომანტიკას მიუძღვნათ - ახალი ადამიანები გაიცანით, შეხვედრები დანიშნეთ, გულები დაიპყარით და გჯეროდეთ, რომ თქვენს მომხიბვლელობას წინ ვერავინ დაუდგება! შესაძლოა, ბოლო დროს ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენი დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა. დაფიქრდით, იქნებ ზედმეტად მომთხოვნი გახდით? შეეცადეთ კონკურენტ ორგანიზაციებში მომუშავე კოლეგებთან კავშირი დაამყაროთ - სამომავლოდ ეს ძალიან გამოგადგებათ. ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე მშვიდად დაკვირვება გაგიჭირდებათ. ახალი ამბები და მნიშვნელოვანი მოვლენები გაიძულებთ, სწრაფი რეაგირების რეჟიმში გადახვიდეთ. ცხოვრება ხშირად რთულ ამოცანებს გვთავაზობს, რომლებთან გამკლავება ყველას როდი შეუძლია. სიმშვიდისა და კეთილდღეობის პერიოდი დგება. ეცადეთ, დახარჯული ძალები აღიდგინოთ.
ლომი
ამ დღეს ოთხ კედელში გამოკეტილი ნუ იქნებით! გარშემო ხომ იმდენი საინტერესო მოვლენა და სასიამოვნო ადამიანია. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმოთ - გულწრფელი საუბარი საშუალებას მოგცემთ, ურთიერთობები განამტკიცოთ და ენერგეტიკული ცვლა მოაწესრიგოთ. შემოქმედებითი შთაგონება და ენთუზიაზმი ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც დასახული ამოცანების მიღწევაში დაგეხმარებათ. ვენერას ენერგეტიკა რამდენიმე დღის განმავლობაში მოტივაციას მოგცემთ. ქრონიკული დაავადებები, რომლებიც თითქმის დაგავიწყდათ, შესაძლოა გამწვავდეს. ამის მიზეზი იმუნური სისტემის დასუსტება გახდება, რომლის აღდგენას ვიტამინებით და ჯანსაღი კვებით მარტივად შეძლებთ.
ქალწული
ვარსკვლავები ჯადოსნურ გარემოში რომანტიკულ შეხვედრას გპირდებიან. ამ დღეს უბრალოდ ვალდებული ხართ, რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები - ძველი წყენის გამო, შესაძლოა ნათესავებთან ურთიერთობაში გაუგებრობა წარმოიშვას. არახელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვისთვის, სამუშაოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ძალასა და რესურსებს ნუ დაიშურებთ! საქმეში რაც უფრო მეტს ჩადებთ, უახლოეს მომავალში მით უფრო მეტ მოგებას მიიღებთ. საღამოს იმ ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებით, რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად აისახება.
სასწორი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზედმეტად თავშეკავებული ნუ იქნებით, რადგან თქვენგან უფრო გადამწყვეტ მოქმედებებს ელიან. საკუთარი თავის რწმენა და პარტნიორის პატივისცემა თქვენი წარმატების საწინდარია. ზოგ სასწორს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ელის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძველი ადგილიდან ძალიან შორს აღმოჩნდეთ. ამ დღეს ნებისმიერი ზედმეტი აქტიურობა მარცხისთვის არის განწირული. სამსახურში ოჯახურ პრობლემებსა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე ფიქრი მოსვენებას არ მოგცემთ. უახლოეს დღეებში შეიძლება ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ ან თქვენთვის საჭირო ადამიანისგან დიდი ხნის ნანატრი მხარდაჭერა მიიღოთ. თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, მაშინ მეტი უნდა იმოძრაოთ, რათა სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ.
მორიელი
შესაძლოა, დღის დასაწყისმა სიყვარულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული ცვლილებები. მალე დიდი ხნის ნანატრი შენაძენის განხილვა მოგიწევთ. ეს შეიძლება ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან თუნდაც ავტომობილი იყოს. ამ ისეთი აქტიური და შრომისმოყვარე იქნებით როგორც არასდროს. თქვენს ნიჭს ბოლოს და ბოლოს შეამჩნევენ, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ, თუმცა მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინ გაქვთ. თუ ასეთ განწყობას სამომავლოდაც შეინარჩუნებთ, დაწინაურებასა და ხელფასის მომატებას უნდა ელოდოთ. საღამოს მძღოლები მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ - დაბნეულობა შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს და ეცადეთ, მენიუ გაამრავალფეროვნოთ.
მშვილდოსანი
ნუ იდარდებთ, თუ თქვენს ზურგს უკან ჭორაობენ, ეს მხოლოდ თქვენი წარმატებით გამოწვეული შურია. შესაძლოა, ნათესავები თქვენს ცხოვრებისეულ შეხედულებებს არ იზიარებენ. მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი არ უნდა გახდეს. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. ფრთხილად იყავით - სატელეფონო თაღლითებმა შეიძლება თქვენი ფულის დაუფლება სცადონ, ამიტომ სჯობს, უცნობ ნომერს არ უპასუხოთ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ.
თხის რქა
უპასუხო გრძნობების გამო გაჩენილ დარდს გულში ნუ ჩაიკლავთ, უარყოფით ემოციებს გარეთ გამოსვლის უფლება მიეცით. იყვირეთ, გაბრაზდით და სტრესისგან გათავისუფლდით. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, თუნდაც კარგად ნაცნობ საქმეს აკეთებდეთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება სიამოვნებასა და ვალდებულებებს შორის. ნუ იდარდებთ, თუ თქვენს ზურგს უკან ჭორაობენ, ეს მხოლოდ თქვენი წარმატებით გამოწვეული შურია. თუ წონაში დაკლებას აპირებდით, ამისთვის იდეალური დღეა - შეგიძლიათ დიეტა ან ვარჯიში დაიწყოთ. სპორტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუმცა, გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.
მერწყული
ამ დღეს ოჯახური პრობლემების მოგვარება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ნუ შეეცდებით ყველა საქმე ერთდროულად აკეთოთ, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულეთ. შეეცადეთ, ინტრიგებსა და პოლიტიკის შესახებ საუბრებში არ ჩაებათ. ეს თქვენს კარიერას და კოლეგებთან ურთიერთობას დააზიანებს. ახლა გულახდილი საუბრებისთვის შეუფერებელი დროა, რადგან შესაძლოა, თქვენი ნათქვამი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენს, თორემ შეიძლება ფული უხარისხო ნივთში გადაიხადოთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ, რომ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი არ დაგჭირდეთ.
თევზები
პარტნიორისთვის გულის გახსნა და გრძნობების გამოხატვა ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ გულწრფელობა და პატიოსნება ჰარმონიული ურთიერთობის გასაღებია. ეცადეთ ახლობელი ადამიანების მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ და მათი თხოვნა უპასუხოდ არ დატოვოთ. სხვების ცხოვრებაში ნუ ჩაერევით - ზედმეტი რჩევებით შესაძლოა მტრები გაიჩინოთ. შესაძლოა, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის შანსი გაგიჩნდეთ. შედეგად, თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ვალების გასტუმრებას შეძლებთ. დროა, თქვენი შრომის შედეგები შეაჯამოთ და წარსული შეცდომები გააანალიზოთ, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ. უძილობისგან თავის დასაღწევად საჭიროა, სუფთა ჰაერზე უფრო ხშირად ისეირნოთ.
მსგავსი სიახლეები
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ელი ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა - შიო მესამე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
,,თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება''- ჯანმო
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისს სულის შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღე - ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ
30 მაისის ამინდის პროგნოზი
გარეთ უორდი - მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი მეუფე იაკობს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა