როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
კლიმატური მონაცემებით საქართველოში ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 3-5°C-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +20, +23°C, მთიან რაიონებში +16, +21°C, მაღალმთიან ზონაში +10, +15°C-ის ფარგლებშია.
მეტეოროლოგიური დაკვირვებით ივნისში ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +37, +41°C-ს, მთიან რაიონებში+32, +39°C, მაღალმთიან ზონაში +27, +33°C-ს აღწევს.
ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე, აღმოსავლეთის ბარში +14, +18°C, ქვეყნის მთიან რაიონებში +11, +16°C-ის, ხოლო მაღალმთიან ზონაში +7, +11°C-ის ფარგლებში მერყეობს.
ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +7, + 11°C, შიდა ქართლში +1, +3°C, ქვემო ქართლსადა კახეთში +6, +9°C, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +2, +7°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა 0, +4°C-ს შეადგენს. მაღალმთიან ზონაში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა 0°C, -6°C-მდე იკლებს.
ქვეყნის დაბლობში, ბარსა და მთიან რაიონებში ყინვა არ აღინიშნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ყინვები საშუალოდ 1-2 დღეს აღინიშნება.
ივნისის თვეში შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 100-200 მმ-ს, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 60-160 მმ-ს შეადგენს.
საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-16 დღეს შეადგენს.
ივნისში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე 150-190 მმ-ს აღწევს, ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე 30-50 მმ-ს არ აღემატება.
ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, უხვნალექიან წლებში დასავლეთ საქართველოში 200-500 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს შეიძლება აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებშიდასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში 10-50 მმ-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 2-15 მმ-ს არ აღემატებოდეს.
დასავლეთ საქართველო.
შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21 +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +29, +32°C- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +22, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +31, +34°C- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთიან რაიონებში +19, +20°C, მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს და მასზე 10C-ით დაბალია. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +11, +8°C-მდე, მაღალმთაში +6, +3°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C- მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +26, +29°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.
აღმოსავლეთ საქართველო.
ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +20, +23°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +32 ,+35°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +21, +22°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +11, +8°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +30, +33°C- მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +18, +19°C , მაღალმთიან რაიონებში +14, +15°C, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში +6, +3°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +4, +1°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში +28, +31°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +24, +27°C-მდე.
ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.
მსგავსი სიახლეები
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ელი ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა - შიო მესამე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
,,თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება''- ჯანმო
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისს სულის შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღე - ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ
30 მაისის ამინდის პროგნოზი
გარეთ უორდი - მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი მეუფე იაკობს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა