მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც

ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ ბევრი რამ გავუტარე, მათ შორის წლების განმავლობაში ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები. სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მელია ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც.

„მე არასდროს არავისი არ მშურდა და არ მშურს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მიხარია ადამიანების წარმატება. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ, ისე უკრაინაში.

ბევრი ჩემი გაზრდილი უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადის, ზოგი - მინისტრი, ზოგი - ელჩი. ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს (სემენ კრივონოსი). ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია (პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი).

საქართველოში ჩემ მიერ დაფრთიანებულები მთელ მსოფლიოს მოედნენ, ლადო გურგენიძე აფრიკაში ყველაზე წარმატებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა, დიმა შაშკინი განათლების რეფორმებს ატარებს შუა აზიაში, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გამოჩენილი იურისტია და ქვეყნის ინტერპოლის ხელმძღვანელობს. ვერა ქობალია ინდონეზიის რეფორმებს ხელმძღვანელობს. ზოგმა დამიფასა ასეთი მხარდაჭერა, ზოგმა - არა, მაგრამ მე ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით.

ბოლოს და ბოლოს, ჩემი უახლოესი თანაშემწე მრავალი წლის განმავლობაში და ახლო მეგობარი ახლა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერია საფრანგეთში და მომავალ წელს გაპრეზიდენტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი კანდიდატია. ჰოდა, ახლა რაფაელი რომ პრეზიდენტი გახდება, უნდა მშურდეს მისი თუ უზომოდ უნდა ვიამაყო? (სულ რომ არც არაფერი გამიკეთოს).

არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და გაიმსჭვალა ბოღმით ჩემ მიმართ.

სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე.

ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია, სინანულის გამოთქმის გარდა.

ერთადერთი, რასაც მთელი გულით ვისურვებ, არის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ჩაეხუტოს თავის შვილს. ჩემთვის პოლიტიკა არა მხოლოდ ამბიციაა, არამედ, პირველ რიგში, ადამიანობაა. არანაირი ცუდი გრძნობები მის მიმართ საერთოდ არ გამაჩნია და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო.

ძვირფასო ნიკა, თავისუფლებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა
ნიკა მელია - სააკაშვილმა ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო ის მისი მოციქული ხელისუფლებასთან! მისი მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი!
არჩილ გორდულაძე - კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ, ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს
კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ყველას კარგად გვახსოვს მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს