მამუკა მდინარაძე - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.

 

აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. ,,სპეცსამსახურის რეზიდენტს" წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან.

ყველამ უნდა იცოდეს რომ, დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც
ნიკა მელია - სააკაშვილმა სწრაფად უნდა დაასახელოს „ანონიმური“ კაცი, ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვერ გავა, ფაქტია, „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა
მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში
მამუკა მდინარაძე - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა