ნიკა მელია - სააკაშვილმა სწრაფად უნდა დაასახელოს „ანონიმური“ კაცი, ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვერ გავა, ფაქტია, „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა
სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე. უმჯობესია, მალევე ღიად დაწეროს, რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში, ვინაიდან ფაქტია, რომ „ანონიმური" მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მთელი 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წერილშია ნათქვამი.
როგორც წერილში მელია აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.
„ეს აწმყოსაც და მომავალსაც სჭირდება, ასევე ისტორიამაც პირუთვნელი ფაქტები უნდა შემოინახოს. ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი. როცა ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მისი საპატიმროდან დახსნისა და უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ, პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციაზე გათვლით, კისრულობს ფარული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასრულებს კიდევაც ამ პირობებს - ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი!
როცა ფარული გარიგების საკვანძო ფიგურა ის „ანონიმური" მოღალატეა და როცა ისიც და სააკაშვილიც, თუ მისი მეშვეობით სააკაშვილი, როგორც გენებოთ, ისე თქვით, სულ ბოლოს, გარიგების აღსრულების დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის ბოლოს ხელისუფლებამ გადააგდო და პატიმრობაში ჩატოვა - ეს აღარ არის პერსონალური კონფლიქტი.
ადამიანები, რომლებიც ჩემი წინა წერილით სხვადასხვა სუბიექტურ დისკომფორტს განიცდით და ამბობთ, ამ დიქტატურაში რა დროს ეს იყოო, არ მახსენდება თქვენი თუნდაც შეშმუშნულობა სააკაშვილის მიერ თვეების განმავლობაში გაბმით, ყოველდღიურად წარმოებულ უსუფთაო კამპანიაზე, საჯაროდ ხმაც არ ამოგიღიათ. ჩემი ხუთწლიანი თავშეკავებულობა, მით უმეტეს, არ გინდათ, გახსოვდეთ.
სააკაშვილმა სულ ბოლო თავისი ცილისმწამებლური შხამი მაშინ მიმოაფრქვია, როცა 26 მაისის აქციას გამოეხმაურა - აქციას კი არა უშავდა, მაგრამ როცა ბევრად მეტი ხალხი მზად იყო ჩემი ციხიდან დასახსნელად, ასეთ აქციებს მელია შლიდაო. პრაქტიკულად, ხალხი კი მზად იყო დახოცილიყო მზის ქვეშ ლაღი ირმებივით, მაგრამ მელია სახლებში აბრუნებდაო. ასე რომ, პირიქით, ბიკი ყუფარიობა საშინლად არაგულწრფელ იერზე აყენებს მავანსა და მავანს, ანუ მათ, ვინც ამოტრიალებული ბიკი ყუფარიობა გადაწყვიტეს და თქვეს ნიკას ბრალიც არის და მიშასიცო, რა დროს ახლა ეს იყოო...
საქმე ეხება არა კერძო საკითხის გამორკვევას, არამედ აუცილებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას, რის გარეშეც ბრძოლის ველზე ყოფნა დანაღმულ ველზე გადაადგილებას ჰგავს.
ხალხი გაიგებს სიმართლეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ/ზეგ სააკაშვილივით უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცეს.
ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ ახალი ნაბიჯის და ახალი საკუთარი სიტყვის. აი, თუნდაც მართალი იყოს, მაინც ეშინია. ვიცნობ ასეთებს. ასეთები ცხოვრების სიმძიმეს ხშირად ქედს უხრიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის გზას ირჩევენ და ამაყი ვარ, რომ ბევრი ასეთი ადამიანის თანამოაზრე და მეგობარი ვარ. ვინც ფიქრობს, რომ სიმართლის, მისი ცოდნის გარეშე გამარჯვება შესაძლებელია, არა, დიდი ტყუილია. ასე ადამიანები გამარჯვებაზე ოცნებობენ მხოლოდ, თავს იტყუებენ - თავის შექცევაა და სხვა არაფერი! დიახაც რომ თავის შექცევაა. მე პირველი შეურაცხვყოფ ჩემს თავს, თუ ჩემს პრინციპებსა და ღირებულებებზე ვიტყვი უარს.
პოლიტიკაში 2014 წლიდან ჩავერთე, ძალიან მძიმე გარემოში. არ მახსენდება მაშინ არცერთი ჩემი ახლო მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ნათესავი, რომელიც მიესალმა ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებას. მჯეროდა ჩემი ნაბიჯის, ინსტიქტისა და სიახლის პრეტენზიით ჩავერთე უმძიმეს დროს უმძიმეს ბრძოლაში. ვიმეორებ, მხოლოდ სიახლის პრეტენზიით ჩავერთე და სხვის ნასუფრალზე პოლიტიკური ლუკმა არასოდეს მიძებნია. რამდენიმე წელიწადში მაშინდელ პარტიას ათობით ათასი ახალი ამომრჩეველი შევძინე. კიდევ უფრო მოგვიანებით, განსაკუთრებით 2019 / 2020 / 2021 წლებში პარტიისთვის ეს ახალი ამომრჩეველი მნიშვნელოვნად სცდებოდა 100 000-ს. ანუ ამომრჩეველთა იმ ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო, სცოდნოდა ჩემი პოლიტიკური პოზიცია და არჩევანსაც ამის მიხედვით აკეთებდა, რაც უკვე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა. ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი სიმართლე და უშუალობა, ვცდილობდი, მათთან მქონოდა მუდმივი კომუნიკაცია, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ეს მხარდაჭერა ტყუილუბრალოდ და ჰაერიდან არ მოსულა, ამის უკან დგას 12-წლიანი მძიმე ბრძოლები და მუხლჩაუხრელი გარჯა. და მაინც, მთელი ეს დიდი მხარდაჭერა აგებულია სიმართლესა და გულწრფელობაზე. ჰოდა, არ ვაპირებ, ამ საუნჯეს ზურგი ვაქციო და მათთან გულწრფელი აღარ ვიყო.
მე სააკაშვილთან პოლიტიკური კვეთა, სადაც რაიმე ტიპის პარტნიორობას ჰქონდა ადგილი, მქონდა 2016-2021 წლებში. ის 2016 წელს გავიცანი მხოლოდ. ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ყოველთვის ძალიან რთული და დაძაბული იყო, სადაც დროდადრო მოურიდებელი სიტყვაც კი ისმოდა. მე მქონდა ჩემი ხედვა და მას - თავისი. ამ ორმა განსხვავებულმა ხედვამ დროთა განმავლობაში პარტიის ამომრჩეველი რეალურად ორად გაყო, ის პარტია ბოლოს უფრო კოალიციას ჰგავდა, ვიდრე პარტიას. პარტიას ჰყავდა ორი პოლიტიკოსი, რომელზეც, პრაქტიკულად, თანაბრად იყო გადანაწილებული დიდი ელექტორალური ბაზა. სააკაშვილზე მოდიოდა 52%, ჩემზე - 48%, ასე იყო უკვე 2021 წლის მაისი/ივნისის მონაცემებით და ეს ისედაც უკვე ხელშესახებად ჩანდა.
2021 წლის ბოლოდან ეჭვიანობამ თავისი ქნა და მოხდა ის, რაც მოხდა! თუმცა ძალიან ბევრი რამ ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის და მალე უნდა შეიტყოს სიმართლე, კონკრეტული შეუვალი ფაქტებით ყველა კვანძი უნდა გაიხსნას და ამის შემდეგ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებს სწორი დასკვნის გაკეთებას. ეს არ არის ჩემი მხოლოდ შეგრძნება, ეს არის ჩემი შეგნება და ცნობიერი შესმენა. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, სააკაშვილმა ძალიან სწრაფად უნდა დაასახელოს ის „ანონიმური" კაცი. ამ საკითხზე ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვეღარ გავა", - აღნიშნავს ნიკა მელია წერილში.
მსგავსი სიახლეები
მამუკა მდინარაძე - ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც
ნიკა მელია - სააკაშვილმა სწრაფად უნდა დაასახელოს „ანონიმური“ კაცი, ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვერ გავა, ფაქტია, „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა
მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში
მამუკა მდინარაძე - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას
ნიკა გვარამია - არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა
ცოტნე ივანიშვილი - ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ქვეყანა, მაგალითად, არ შემიძლია ფილმ "ფესვების" დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, რა ძვირფასია სამშობლო
გიორგი ბარამიძე - მგონია, რომ ნიკა მელია შეცდომაშია შეყვანილი