პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც
ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ და ქართული ნარატივის ნაწილი ძალიან მკაფიოა: ლიბერალურ ფაშიზმს ახსენებენ, არა? ისინი ამას ებრძვიან, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ კი მართლა გვჯერა, რომ გერმანია ლიბერალური დემოკრატიაა. ეს არის ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი ისტორიიდან ნასწავლი გაკვეთილი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ფიშერის თქმით, გერმანიის კონსტიტუცია ნაცისტური სახელმწიფოს საპირისპიროს აცხადებს, პირველ ადგილზე დგას მოქალაქე, მოქალაქის უფლებები, სახელმწიფოს მიერ მათი დაცვა.
ელჩის განცხადებით, ახლა ლიბერალური დემოკრატიები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, თუმცა ეს ბევრად სჯობს ალტერნატივას.
პეტერ ფიშერის განმარტებით, ალტერნატივა კი არის კულტურული ომები, შეთქმულების თეორიები, მუდმივი პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ყველას მუდმივ მღელვარებაში ყოლა, ყოველდღიურად ახალი სკანდალები.
„საზოგადოება თავისუფალი უნდა იყოს. ინდივიდი უნდა იყოს თავისუფალი. ევროკავშირის ხელშეკრულებებიც ამას ამბობს. ჩვენ ვართ ლიბერალური დემოკრატიები. ახლა ლიბერალური დემოკრატიები, ცხადია, ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. როგორც უკვე ვთქვი, არაფერია სრულყოფილი. უამრავს ვკამათობთ. გვაქვს კანონის უზენაესობა. საკითხები სასამართლოში ირჩევა. ზოგჯერ გადაწყვეტილებებს დიდი დრო სჭირდება. თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბევრად სჯობს ალტერნატივას. ალტერნატივა კი, რომელსაც გვთავაზობენ, არის კულტურული ომები, შეთქმულების თეორიები, მუდმივი პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ყველას მუდმივ მღელვარებაში ყოლა, ყოველდღიურად ახალი სკანდალები და იდეა, რომ - აი, ჩვენ ვართ მართალნი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პარტია, გარემოცულები ვართ მტრებით, რომლებსაც მუდმივად ჩვენი დამარცხება, ჩვენთვის ავი სურთ. უნდათ, ჩაგვითრიონ ჩვენთვის არასასურველ ვითარებაში - ეს არის გამოგონილი ნარატივი. ეს არ არის სიმართლე. ამას ახლავს ნაციონალიზმი, ავტორიტარიზმი და ძლიერი ლიდერის ყოლის იდეა, რომელიც მკაფიო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამას ახლავს ძლიერი პარტიის იდეა, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს და ამას ახლავს ნატივიზმი - „ჩვენი ხალხი". ზოგჯერ ამას ახლავს რასიზმი. მთელი ეს პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში - რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა. ვხედავთ, რომ ეს ნარატივი ძალიან ძლიერია რუსეთში. ამ ნარატივს ვხედავთ გერმანიისა თუ ევროპის სხვა ქვეყნების მემარჯვენე პოპულისტური პარტიების რიტორიკაშიც კი. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ვხედავთ ამ ნარატივს აშშ-შიც - რომ მტრებით ვართ გარშემორტყმულნი, თავი უნდა დავიცვათ.
მუდმივად მოცული ვართ კულტურული ომებით, ვიგონებთ გიჟურ გენდერულ იდეოლოგიას ყველას დასაშინებლად, ვხდებით ნაციონალისტები, ავტორიტარები. ვხდებით ნატივისტები და ვამტკიცებთ, რომ ეს ერთადერთი გზაა, ბუნებრივი გზა, შესაძლოა, ღვთის ნებაც.
ევროკავშირი კი არის ევროპელების მიერ ნასწავლი ისტორიის გაკვეთილი, რომ ჩემ მიერ აღწერილ გზას მივყავართ კონფლიქტისკენ, ძალადობისკენ და ამან, შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე. ეს არ არის გზა, რომელიც ჩვენ გვინდა და რომელსაც ვადგავართ. ქართველ ხალხს ვთავაზობთ ალტერნატივას, თუკი ეს მათი არჩევანიც იქნება", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია - დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება - აშშ ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
მამუკა მდინარაძე - დავალება თუ იქნება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს, ცალკე ანეკდოტია
მამუკა მდინარაძე - ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც
ნიკა მელია - სააკაშვილმა სწრაფად უნდა დაასახელოს „ანონიმური“ კაცი, ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვერ გავა, ფაქტია, „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა
მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში
მამუკა მდინარაძე - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა, აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას