სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება - აშშ ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს შეეხება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს მაკა ბოჭორიშვილს, მამუკა მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად.
„დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, დელეგაციამ ხაზი გაუსვა აშშ-ის ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.
„მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
შეერთებული შტატები ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო ასევე ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საგარეო უწყება - საქართველოს ელჩს გერმანიის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები, ქართულ მხარეს გერმანული მხარისგან ოფიციალური განმარტება არ მიუღია
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია - დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება - აშშ ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
მამუკა მდინარაძე - დავალება თუ იქნება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს, ცალკე ანეკდოტია
მამუკა მდინარაძე - ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც
ნიკა მელია - სააკაშვილმა სწრაფად უნდა დაასახელოს „ანონიმური“ კაცი, ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვერ გავა, ფაქტია, „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა
მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში
მამუკა მდინარაძე - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა "რამე დაუშავა", ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად