"უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს"-The Daily Telegraph
ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს" (ავტორი - მეთიუ მაკგლინი), რომელშიც ჟურნალისტი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ არ უჭერს მხარს ლონდონი უკრაინის იმ ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს, რომელთა შექმნაში თვითონაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
შვიდ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცი მიიღო იმ წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომლის დროსაც იგი უკრაინელ ამომრჩევლებს კორუფციის ალაგმვას და კორუფციონერების დასჯას პირდებოდა - იმ ადამიანებისა, რომლებიც უკრაინულ სახელმწიფოს შიგნიდან ხრავდნენ და უკრაინელ ხალხს პერსპექტივის იმედს უკარგავდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის დახმარებით, კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ორგანოები ჩამოაყალიბა, რომლის მოქმედებამ ბოლო დროს მოულოდნელი შედეგები გამოიღო: ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული სტრუქტურები მისწვდნენ თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მის უახლოეს გარემოცვას: გამოძიება მიმდინარეობს ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერესების წინააღმდეგ.
ყველას კარგად ახსოვს გასული წლის აგვისტოში უკრაინაში მომხდარი პოლიტიკური ინციდენტი, როცა პრეზიდენტი, ისარგებლა რა ქვეყანაში შექმნილი სამხედრო მდგომარეობით, შეეცადა ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეცპროკურატურის ნეიტრალიზებას და მათ ნაცვლად „განახლებული“ მსგავსი ორგანოების შექმნას. ეს იყო ევროპაში ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა. საბედნიეროდ, უკრაინელმა ხალხმა ხელისუფლებას არ მისცა ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა. ხელისუფლებამ უკან დაიხია.
სამწუხაროდ, იმ დროს დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აღნიშნული სტრუქტურების ჩამოყალიბებში, დუმილი არჩია და მათი არსებობა საჯაროდ არ დაიცვა.
2025 წლის ნოემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განახორციელა ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მიდასი“ და გახსნა 100 მილიონი დოლარის დატაცების სქემა, რომელიც ცენტრში იმყოფებოდა თემურ მინდიჩი, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და საქმიანი პარტნიორი. კორუფციულ საქმიანობაში ჩართული აღმოჩნდა ატომური ენერგეტიკის სახელმწიფო ოპერატორი „ენერგოატომი“.
რატომ არის ჩუმად დიდი ბრიტანეთი, რატომ არ ამაყობს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების ენერგიული მუშაობით, რატომ არ უჭერს მხარს ოფიციალურ დონეზე თავისივე ძალისხმევით შექმნილ ორგანოებს? ამ საკითხში ევროკავშირის წევრი ქვეყნები დიდ ბრიტანეთზე უფრო გაბედულები აღმოჩნდნენ.
სამწუხაროდ, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი შიშობს, რომ კორუფციაზე ხმამაღალი ლაპარაკი და მისი საჯაროდ დაგმობა უკრაინის ხელისუფლებას ზიანს მოუტანს და მის მტრებს გაახარებს. შესაძლოა ეს ასეც არის: როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრეი ერმაკს უკრაინის ანტოკორუფციულმა ბიურომ ბრალდება წაუყენა, რუსმა პროპაგანდისტებმა რამდენიმე საათის შემდეგ გაუშვეს კამპანია „უკრაინა - თვითმომსახურე სამრეცხაო“, რომელიც კორუფციული ფულის „გათეთრებისაკენ“ მიანიშნებდა. ანუ ლონდონი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლება არ უნდა გააკრიტიკოს, რათა რუსებს დაცინვის საფუძველი არ მისცეს. მაგრამ ასეთი პოზიცია უფრო დათმობა და უკანდახევაა, ვიდრე უკრაინის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვა.
სიმართლე კი ისაა, რომ კორუფციასთან მებრძოლი უკრაინული დამოუკიდებელი ორგანოები აკეთებენ იმას, რასაც მათი მეზობელი, კლეპტოკრატი რუსეთი ვერანაირად ვერ გააკეთებდა: უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო, ქვეყნის მდგრადი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, საკუთარ ხელისუფლებას სამართლებრივად დევნის და მისგან ანგარიშგებას ითხოვს. ანტიკორუფციული ბიურო განასახიერებს სწორედ იმ უკრაინას, რომელსაც დაცვა ჭირდება. უკრაინელი მეომრები და მშვიდობიანი მცხოვრებლები, რომლებიც დაბომბვების შედეგად იღუპებიან, ნამდვილად იმსახურებენ ხელისუფლებას, დამყარებულს იმ ფასეულობებზე, რისთვისაც ისინი იბრძვიან.
შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მთავრობა კერძო საუბრებში აფრთხილებდა და მიუთითებდა კიდეც უკრაინის პრეზიდენტს, რომ იგი არასწორად იქცეოდა, მაგრამ კერძო საუბრები სხვაა და საჯარო მხარდაჭერა სხვა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინის მხარეზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მამაც ჯარისკაცებს, მოხალისეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ებრძვიან როგორც რუსულ აგრესიას, ისე საკუთარი მთავრობის კორუმპირებულობას. დროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ბერკეტები, რათა გააძლიეროს უკრაინელი ხალხის კრიტიკა სახელმწიფოში არსებული კორუფციის მიმართ.
მსგავსი სიახლეები
ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და "ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში - ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი
"უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს"-The Daily Telegraph
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ
სრულ იზოლაციაში ვარ, ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ - 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ -ელისო კილაძე
ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი -პიტ ჰეგსეტი
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი