შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
კიდევ ერთი სიახლე Starring Georgia-ს ეკოსისტემაში - მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი „დინოტოპია" გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.
„დინოტოპია" შეკვეთილში, „ციცინათელას" პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით - გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.
ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა. რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან" შეიძინა ფონდმა "ქართუმ" და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი .
„სთარინგ ჯორჯიას" მიზანია, „დინოტოპიამ" რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო სივრცე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
STARRING GEORGIA ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲡᲐᲠᲗᲝᲑᲘ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲝᲗᲐᲛᲐᲨᲔᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜ ᲛᲣᲡᲘᲙᲐᲚᲣᲠ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚ ᲓᲐ ᲒᲐᲡᲐᲠᲗᲝᲑ-ᲨᲔᲛᲔᲪᲜᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ ᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲡ. STARRING GEORGIA-ს ეკოსისტემა მოიცავს: ბლექ სი არენას, სოციალურ სივრცეს, მუსიკოსთა პარკს, ციცინათელას პარკს, პარკს "საქართველო მინიატურებში", და ფილარმონიას. მალე ამ ყველაფერს ჰეკატეს ბაღი და დინოტოპია შეემატება.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე, ფოკაში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შიო მესამეს ღია წერილით მიმართავენ
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ
უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრისა და შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად - ერთად დავძლიოთ აუტიზმი
შიო მესამე - სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
"არის ერთი ნიუანსი" - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ელი ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა - შიო მესამე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
,,თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება''- ჯანმო
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით