ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის გამოც ოკუპანტებისთვის უსაფრთხო მარშრუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინის სამხედროებს შეუძლიათ, მიაღწიონ რუსული ლოგისტიკური ქსელის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთს.
„ჩვენს სამხედროებს ახლა შეუძლიათ რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების თითქმის მთელ სიღრმეზე. პრაქტიკაში, ჩვენი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ოკუპანტებისთვის უსაფრთხო გზები თითქმის აღარ არსებობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც საშუალო, ისე შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმები, განსაკუთრებით რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე.
ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაციები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „მშვიდი დრო" აღარ იქნება.
მისივე თქმით, დარტყმების შედეგები უკვე აისახა საწვავის მიწოდებაზე. ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებით შესამჩნევია საწვავის დეფიციტი ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ რეგიონებში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ახალი ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის მზადება უკვე დაასრულა.
„დაზვერვის გაფრთხილებები რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია. მასშტაბური შეტევა შესაძლებელია, მათ ის მოამზადეს. ჩვენი ცის დამცველები დღე-ღამის განმავლობაში მზად არიან იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული მომარაგება იძლევა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ტყვეთა გაცვლის პროცესის გასაგრძელებლად.
„არსებობს წინსვლა, რათა გაცვლები განხორციელდეს. ვცდილობთ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ეტაპი შედგეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
,, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია''- ტრამპი
კირილ ბუდანოვი - უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე
,,ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეტყობინება არ მიმიღია''- ტრამპი
ირანის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ ლაბორატორიად იქცა
მედია - ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
Iran International - მასუდ ფეზეშქიანმა ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა
..რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავთ''- რუმინეთის პრეზიდენტი
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს
,,სომხებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში მოხდა, იქაც ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო''- ალექსანდრ ლუკაშენკო
ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა - მედია
თეთრმა სახლმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - ABCNEWS
დონალდ ტრამპი - ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია“
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
"ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა"-ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა