ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა.

 

„როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავშვებისა და მოზარდების წინააღმდეგ განზრახ - დიახ, განზრახ - მძიმე დანაშაულის ჩადენით კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და მთლიანად კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს. ეს მათი არჩევანია", - განაცხადა პუტინმა სტარობილსკში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების შესახებ გამართულ სხდომაზე.

 

პუტინის თქმით, „ყველა პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს ის სასჯელი, რასაც იმსახურებს".

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ განხილვა დახურულ ფორმატში გაგრძელდება.

 

რუსული მხარის ინფორმაციით, 22 მაისს ლუგანსკში, სტარობელსკის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შენობაში იმ დროს 86 ბავშვი იმყოფებოდა.

 

რუსეთის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ინციდენტის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 42 სტუდენტი და კოლეჯის ორი თანამშრომელი. დაზარალებული სტუდენტების ასაკი 15-დან 22 წლამდე იყო.

ამასთან, რუსეთის ცნობით, 31 მაისს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს გენიჩესკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა და 11 ადამიანი დაშავდა.

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
,, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია''- ტრამპი
კირილ ბუდანოვი - უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე
,,ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეტყობინება არ მიმიღია''- ტრამპი
ირანის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ ლაბორატორიად იქცა
მედია - ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
Iran International - მასუდ ფეზეშქიანმა ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა
..რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავთ''- რუმინეთის პრეზიდენტი
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს
,,სომხებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში მოხდა, იქაც ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო''- ალექსანდრ ლუკაშენკო
ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა - მედია
თეთრმა სახლმა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - ABCNEWS
დონალდ ტრამპი - ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ-ნიუსებია“
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
"ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა"-ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა