დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით

ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. პოზიტიურად ვართ განწყობილი. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, პრემიერი მშობლებს უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება.

 

„დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. უკვე ვხედავთ მზაობას, რომ ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და გავივლით ცალკეულ საკითხებს, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება. საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა, პროცესი არავის მხრიდან არ არის მართული, არამედ დაკავშირებულია მხოლოდ იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებით. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა, თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია. ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტი აღიარებულია როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში, ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები. ამასთან მიმართებით გაიცვალა ინფორმაციები და ჩვენი მხრიდან საჭირო ინფორმაცია მიიღო, ყველა ინფორმაცია მიწოდებული იქნა პრემიერ-მინისტრისთვის. გავიარეთ ყველა საკითხი, მაგრამ დარჩენილია უამრავი საკითხი და ძირითადი გადაწყვეტილებები, რაც უნდა გავიაროთ შემდგომი შეხვედრებისას. სამუშაო ჯგუფი იქნება შეხვედრების ფორმატში. აღარ ყოფილა საუბარი უსაფრთხოებაზე. უფრო საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები და არ არის აუცილებელი, ყველაზე მკაცრმა რეგულატორმა აღიაროს ცალკეული მედიკამენტები. პრემიერს არცერთი კითხვა არ დაუსვამს იმის თაობაზე, რატომ არ არის აღიარებული EMA -ს ან სხვა ქვეყნების მიერ თუნდაც „ვამოროლონი" ან „ჯივინოსტატი". ჩვენ დავრწმუნდით, რომ თითოეული კითხვა მიმართული იყო იმისკენ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. საუბარი იყო, რა გზებით შეიძლება, აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება, ასევე ეფექტურობაზე, ამ ოთხივე მედიკამენტზე. ვგულისხმობ „ელევიდის", „ეგზოსკიპინკს", „ვამოროლონს" და „ჯივინოსტატს". საუბარი იყო აღნიშნული მედიკამენტების ეფექტურობაზე, გზებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, მაქსიმალურად უმოკლეს დროში მიღწეულ იქნას შეთანხმება", - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

 

გვიშიანის თქმით, დარწმუნებულია, უახლოეს პერიოდში მშობლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა ვერცერთი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ დაიწყო პროცესი. თითოეული მშობელი და ორგანიზაცია მივესალმებით ამ პროცესის დაწყებას. ბოლომდე მოგვისმინეს. პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია. შესაბამისად, შედგა კომუნიკაცია. სამუშაო ფორმატი გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
3 ივნისს ლომისობაა - დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!
რა ეღირება დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
Გამოცხადდა 2026 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ - კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით
2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
მესტიის მოსახლეობის 70% სოცდაუცველთა ბაზაშია - ისინი დენის ტარიფის სუბსიდიას მიიღებენ
,,შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება''- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
ირაკლი კობახიძე, ფოკაში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო