საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული „ევროპის ტყეების" (Forests Europe) რიგით მე-10 მინისტერიალის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

 

ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, დეკლარაციას ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა მოაწერა.

 

დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და შესაბამისი პრინციპებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ტყის რესურსების დივერსიფიკაციას, ფინანსური რესურსების მობილიზებას, სატყეო განათლებისა და სექტორის პოპულარიზაციის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას.

 

„მინისტერიალში მონაწილეობა, როგორც „ევროპის ტყეების" პროცესის ხელმომწერი მხარე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდის, სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის წარმოჩენისა და ტყის მდგარდი მართვის კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვით და სატყეო სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით", - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

 

სტოკჰოლმში გამართული მე-10 მინისტერიალი სლოგანით „მდგრადი ტყეები მდგრადი საზოგადოებებისთვის" ჩატარდა.

 

„ევროპის ტყეები" ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე თანამშრომლობის მაღალი დონის პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც 1990 წელს შეიქმნა. პროცესში ჩართულია 46 ქვეყანა და ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს ავითარებენ. საქართველო აღნიშნული პროცესის წევრი 2003 წელს გახდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

 





მსგავსი სიახლეები
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
3 ივნისს ლომისობაა - დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!
რა ეღირება დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
Გამოცხადდა 2026 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ - კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით
2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
მესტიის მოსახლეობის 70% სოცდაუცველთა ბაზაშია - ისინი დენის ტარიფის სუბსიდიას მიიღებენ
,,შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება''- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
ირაკლი კობახიძე, ფოკაში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო