თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
დღეისთვის თბილისში უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენი ოჯახების სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება.
„2021 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახს ეტაპობრივად დავეხმარებოდით. დაპირება, რომ პირველ ეტაპზე, აღნიშნული სტატუსის მქონე 400 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, შესრულებულია. დღეისთვის თბილისში უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია როგორც მერიაში, ისე გამგეობაში.
„ოჯახს უსახლკაროს სტატუსი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ოჯახის თითოეული წევრის შესახებ 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საფინანსო დაწესებულებაში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან, რის შემდეგაც მათთან ხელშეკრულება ფორმდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო