საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ცენტრის დირექტორმა, იუ იუნფენგმა.

 

მათივე ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

 

„პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას", - ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება ქალაქ პეკინში, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა, სადაც მინისტრმა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

 

გივი მიქანაძეს ცენტრის წარმომადგენლებმა ჩინური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ხელს უწყობს მსურველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლონ ჩინური ენა.

 

ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გივი მიქანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

 





მსგავსი სიახლეები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 ივნისის ამინდის პროგნოზი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
3 ივნისს ლომისობაა - დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!
რა ეღირება დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
Გამოცხადდა 2026 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ - კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით