გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

 

მინისტრს უმასპინძლა და ქართველოლოგიის პროგრამის მიღწევები გააცნო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ძია ვენძიენმა.

 

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველოლოგიის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს, წარმატებით ახორციელებს საქმიანობას, რაც საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

 

ქართველოლოგიის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრს კითხვებიც დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

 

ახალგაზრდებმა შეხვედრის დასასრულს ქართული სიმღერა "სულიკო" შეასრულეს.

 

 

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

 





მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები მეფუტკრე ფერმერებს
სან ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძე-ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 ივნისის ამინდის პროგნოზი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
3 ივნისს ლომისობაა - დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!