აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას, - ამის შესახებ „პოლიტიკო" წერს.
როგორც „პოლიტიკო" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმის გაუქმებას პენტაგონი განიხილავს.
წყაროს თქმით, ვაშინგტონში შიშობენ, რომ აღნიშნული გეგმა შესაძლოა, რუსეთმა ესკალაციად აღიქვას და საპასუხო ზომები მიიღოს.
წყაროს ინფორმაციით, გეგმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში იყო შეთანხმებული და გერმანიის თავდაცვის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, თუმცა, თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ შეიცვლება, ბერლინი დარჩება იმ შეიარაღების გარეშე, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ არ ელოდა „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების გერმანიაში განთავსებას, რადგან აშშ-ს თავად აქვს ამ შეიარაღების შეზღუდული მარაგი. მისი თქმით, „ამერიკელებს ამჟამად საკმარისი რაკეტები საკუთარი საჭიროებისთვისაც არ აქვთ".
ამასთან, როგორც „პოლიტიკო" წერს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინმა აშშ-ს „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების შეძენის ოფიციალური მოთხოვნა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ გაუგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.
„პოლიტიკოს" ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები უკვე განიხილავენ ევროპულ ალტერნატივებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ დრონები და შედარებით იაფი სისტემები სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს „ტომაჰავკის" კლასის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. ბერლინში შიშობენ, რომ აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შემცირება ევროპას აიძულებს, თავდაცვითი შესაძლებლობები უფრო სწრაფად გააძლიეროს, ვიდრე ამას ევროპული სამხედრო ინდუსტრია ამჟამად ახერხებს.
მსგავსი სიახლეები
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ