სან ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა

აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის – BRID.GE-ს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა სან ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას.

 

„ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება, უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რეგიონში ეკონომიკური ზრდის, ახალი შესაძლებლობების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.

 

„დღეს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება ბიზნესის დასაწყებად, რადგან რეგულაციები მარტივია და სახელმწიფო სერვისები – ციფრულად განვითარებული. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ სან ფრანცისკოს მერი დენიელ ლური და გლობალური სტარტაპ აქსელერატორის, Plug and Play-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საიდ ამიდი.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე სიტყვით გამოვიდნენ  სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და Owl Ventures-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ამიტ პატელი.

 

საქართველოს ინოვაციების ჰაბის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ. ცერემონიის ფარგლებში ასევე გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები ქართული/ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის, „ჩაკრულოს“ შესრულებით.

 

აღსანიშნავია, რომ BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას
სან ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძე-ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 ივნისის ამინდის პროგნოზი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
3 ივნისს ლომისობაა - დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!