გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანია, განხილული იყოს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობა, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ეთნიკური წმენდის ტალღების შედეგად.
„დიდი პატივია, კიდევ ერთხელ მივმართო გენერალურ ასამბლეას ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის სახელით, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ ტრიბუნაზე, რათა მივიღო ღირსეული მხარდაჭერა გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის. ამ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება, განხილული იყოს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობა, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ეთნიკური წმენდის ტალღების შედეგად, რომლებიც 1990-იანი წლებიდან დაიწყო და კულმინაციას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით მიაღწია.
2008 წელს ამ რეზოლუციის პირველი მიღების შემდეგ ის საერთაშორისო საზოგადოების მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს, რასაც ადასტურებს მხარდამჭერი ხმებისა და თანასპონსორი ქვეყნების მუდმივად მზარდი რაოდენობა. დღეს რეზოლუციის პროექტის თანასპონსორია გაერო-ს 67 წევრი სახელმწიფო მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, რაც ნათელი დასტურია საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისადმი საერთო ერთგულებისა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბრუნების უფლების პატივისცემა, საკუთრების უფლებების დაცვა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოწოდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა
მაკა ბოჭორიშვილი - ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი
გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი და ხელი შეუწყოს მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას
მაკა ბოჭორიშვილი - მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
სერგეი ლავროვი - საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება
სენატორი ტიმ შიჰი - ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენ საქართველოს გვერდით ვიბრძოლებთ ამ თავისუფლებისთვის
გიორგი ზურაბაშვილი - მზად ვართ, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
მიხეილ სააკაშვილი - გვინდა, გადავრჩეთ? შევიარაღდეთ, შევქმნათ ახალი ჯარი, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე