შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას
მიმდინარე გადატვირთვის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ორ ტერმინს იყენებს - სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამ ორ პრინციპს უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.
„ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, რათა საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ვფიქრობ, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, მგონი, არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდან, რომ ის იყო ცარიელი და არაფრის მთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.
ვფიქრობ, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას
სან ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძე-ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 ივნისის ამინდის პროგნოზი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას ხელი მოაწერა
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
3 ივნისს ლომისობაა - დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!