შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს

როგორც ჩანს, „ალიანსი" დაიშლება, თუმცა არ ჩავთვალოთ, რომ იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის იმ ძალების მუდმივი გადაწყობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ. ამიტომ შემდეგი ტაქტიკური სვლა იქნება, დაშალონ ეს ტოქსიკური „ალიანსი", უფრო სწორად, გადაანაწილონ სხვადასხვა ჯგუფზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ეს კინოც აქვს ნანახი.

 

„რამდენჯერ უნდა შეეცადონ, ასეთი ფოკუსები ჩაუტარონ ქართველ ხალხს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა" არ არის „ნაციონალური მოძრაობა". „ალიანსმა" თავისი ძალიან კარგი საქმე გააკეთა ჩვენი საზოგადოებისთვის - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი „ნაცი". ვნახეთ, რომ „ნაცები" ისევ ერთად გაერთიანდნენ. „ნაცს" როდესაც ვამბობ, მაინცდამაინც პარტიულ კუთვნილებას არ ვგულისხმობ, არამედ იდეოლოგიას. შეიძლება, ვიღაცა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არ იყო ან „ნაციონალური მოძრაობის" პარტიაში არ იყო, მაგრამ თავისი იდეოლოგიით არის „ნაცი" და პირიქით, შეიძლება, იმ დროს ვიღაცა საჯარო სამსახურში იყო, მაგრამ დროულად განერიდა იმ რეჟიმს.

ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაცობა", როორც იდეოლოგია, როგორც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული იდეოლოგია, აერთიანებს იმ ხალს, რომლებიც „ალიანსში" არიან და „ალიანსმა" ეს ერთიანი სახე დაგვანახა. ამისთვის მადლობაც გვეთქვმის იმ ხალხისთვის, ვინც ეს სისულელე გააკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს არის ერთი ძალა. ახლა უკვე როგორ დაიშლებიან და ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით საქართველოში. ამას ქართველი ხალხი უკვე აღარ იჯერებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ