კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს

კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს, - ამის შესახებ ევროკომისარმა მაგნუს ბრანერმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ.

საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე, რომელთა ასაკიც 23-დან 60 წლამდეა.

„ეს არის ის, რასაც უკრაინული მხარე გვთხოვს", - აღნიშნა ბრანერმა.

აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის ფარგლებში საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს, მათ შორის იყვნენ: გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია და ბალტიის ქვეყნები.

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს კვირებში მომზადდება ოფიციალური გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი დროებითი დაცვის მექანიზმის მომავალი წესები და პირობები.

დროებითი დაცვის სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭირო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.

 





მსგავსი სიახლეები
აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს
ზელენსკი პუტინს წერილით მიმართავს - ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი
ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ
გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა
ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა ​მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი
მარია ზახაროვა - სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს
ნიკოლ ფაშინიანი - მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა და ამას ჩემს უდიდეს დამსახურებად მივიჩნევ
,,ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში''- მარკო რუბიო
გაფიცვის გამო ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა
რუსეთი სომხური ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს
ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
,, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია''- ტრამპი