რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლებამ „წითელი" საგანგებო გეგმა აამოქმედა, მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება ურჩიეს.
წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედია წერს, რომ დრონი უკრაინული იყო და ათობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა დრონი რუმინეთის პორტში.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მსგავსი საზღვაო დრონები უკრაინაში მიმდინარე ომში გამოიყენება. სამინისტრომ ინციდენტი დაადასტურა და გამოძიება დაიწყო.
კონსტანცის პორტში დრონის აფეთქებას ქვეყნის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ აფეთქების შესახებ იმ დროს აცნობეს, როდესაც მონტენეგროში, ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე მიფრინავდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
„ამჟამად მიმდინარეობს გარემოებების შესწავლა, როგორ მოხვდა დრონი პორტში და არსებობს თუ არა დამატებითი საფრთხეები. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ პასუხისმგებელი უწყებები გაავრცელებენ", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ნიკუშორ დანის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლება „მაღალი სიფხიზლის რეჟიმს" შეინარჩუნებს.
„ასეთი განსაკუთრებით მძიმე ინციდენტები არის პირდაპირი შედეგი იმ აგრესიული ომის, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას ჩვენი მოქალაქეებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად", - წერს ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს
ზელენსკი პუტინს წერილით მიმართავს - ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი
ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ
გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა
ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი
მარია ზახაროვა - სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს
ნიკოლ ფაშინიანი - მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა და ამას ჩემს უდიდეს დამსახურებად მივიჩნევ
,,ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში''- მარკო რუბიო
გაფიცვის გამო ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა
რუსეთი სომხური ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს
ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
,, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია''- ტრამპი