„ბლუმბერგი“ - „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს
„ბიბისი" სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს, - ამის შესახებ „ბლუმბერგი" წერს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირების განმავლობაში „ბიბისიმ" 47 პირს გაუგზავნა სასამართლოზე გამოცხადების მოთხოვნა, მათ შორის ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს.
„ბლუმბერგის" ინფორმაციით, ტელეკომპანია ცდილობს, მოიპოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განზრახვები და დამოკიდებულება ჰქონდა ტრამპს 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვით გამოსვლის დროს.
ტრამპისა და „ბიბისის" იურისტებმა სასამართლო მოსმენის ჩატარება მოითხოვეს. ტრამპის მხარე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ქმედებები „კომპრომატების ძიებას" წარმოადგენს, „ბიბისი" კი მიიჩნევს, რომ ტრამპის სარჩელმა მისი ქცევისა და განზრახვების შესწავლა სამართლებრივად რელევანტური გახადა.
ტელეკომპანიის განცხადებით, საქმის მოსაგებად ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული არეულობის წახალისებაში ან პროვოცირებაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც „ბლუმბერგი" წერს, „ბიბისის" პოზიციაა, რომ ტრამპის იმდროინდელი ქცევა და განცხადებები შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს იმის დასადგენად, იყო თუ არა სადავო ვიდეომასალა არსებითად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი.
ტრამპის იურისტების განცხადებით, „ბიბისი" პასუხისმგებელია პრეზიდენტ ტრამპის მიმართ განზრახ ცილისწამებისთვის, რომელიც, მათი თქმით, მისი გამოსვლის დამახინჯებითა და მანიპულირებით განხორციელდა. მათივე შეფასებით, ვერც ერთი სამართლებრივი მანევრი ვერ შეცვლის ამ ფაქტს.
შეგახსენებთ, ფლორიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი" ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტი ტელეკომპანიისგან ათ მილიარდ დოლარს მოითხოვს.
მსგავსი სიახლეები
„ბლუმბერგი“ - „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს
,,მე ზელენსკის და პუტინის შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ - მათ თავად მოაგვარონ''-ტრამპი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა
„აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია და არც არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას“- აზერბაიჯანის საგარეო უწყება
პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები
აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს
ზელენსკი პუტინს წერილით მიმართავს - ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი
ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ
გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა
ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი