გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა-სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა.
ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.
გეკა გელაძემ სოფიო აბულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას, რაც სასწავლებლის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
ახლად დანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორის თანამდებობაზე სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია შეცვალა. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა-სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში 212 ე.წ. მაინერი ამოიღეს
,,პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით''- პროკურატურა
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი
გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი" -Intelligence Online
თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
„ბავშვს ხდიდნენ და იატაკზე აწვენდნენ 4 საათი...“ - საბავშვო ბაღში , შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებასა და არასრულწლოვნების მიმართ სხვა დანაშაულებში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებულმა ბრალი აღიარა
ირაკლი კობახიძე - პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე