მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე". ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული" პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია.

 

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც უფრო მეტს აბნევს, ვიდრე ხსნის. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს 2008 წლის ომი, რუსული ტანკები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს. უკრაინას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს გადარჩენისთვის, ხოლო საქართველოს - არა? თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს - ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება. ადვილია ქართველებისკენ მკაცრი ნაბიჯებისკენ მოწოდება ვარშავიდან, ბერლინიდან ან ბრიუსელიდან. გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებზე, თუ პატარა კავკასიური ქვეყანა მოსკოვთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში აღმოჩნდება ჩათრეული", - ვკითხულობთ სტატიაში.

 

ამასთან, ავტორი ავტორი მიუთითებს იმასაც, რომ თუ სადმე არის ნამდვილი პრორუსულობა, ეს ბერლინშია. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს.

 

„თუ უკვე პრორუსულობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ბერლინს უნდა შევხედოთ. სწორედ გერმანული ელიტები აშენებდნენ Nord Stream-ს წლების განმავლობაში. სწორედ გერმანიამ გახადა ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული. სწორედ ისინი მოძღვრავდნენ პოლონეთს „რუსოფობიის" შესახებ, როდესაც ვარშავა კრემლის იმპერიული პოლიტიკის საფრთხეზე აფრთხილებდა. დღეს, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს. სიმბოლური იყო გერმანიის ბიზნესწრეების მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგის ბიზნესფორუმში. იქ კვლავ ჩანს იგივე მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთს პარტნიორად, ხოლო ცენტრალურ ევროპას - ბიზნესის კეთებაში ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს გერმანული მგრძნობელობა საკუთარ კომპასად აღმოსავლეთისა და კავკასიის საკითხებში", - აღნიშნავს ავტორი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება
საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა
მაკა ბოჭორიშვილი - ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი