კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ

დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სავიზო რეგულაციის ფარგლებში 11 ივნისს ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების მიხედვით.

 

„ჩვენ დიალოგს მივესალმებით. მართალია, ჩვენ ვართ ერი, რომლის მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მებრძოლები, საუკეთესო შემოქმედები, მომღერლები დიზაინერები, მწერლები არიან ქართველები. მსოფლიოში ასეულობით ერი არსებობს, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანნი, უფრო დიდი სახელმწიფოებიც, თუმცა უმეტესობას ხალხი არ იცნობს. ჩვენ, ოთხმილიონიანი ერი, ისტორიის ყველა მონაკვეთში ჩვენს კვალს ვტოვებთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ერში რაღაც განსაკუთრებულია. იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთესი ან უარესია. არა, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. სამწუხაროდ, ვერცერთმა უცხოელმა ვერ დაინახა ეს, რომ ქართველებთან თითის ქნევით საუბარი და ზემოდან ყურება წარმოუდგენელია.

 

ჩვენ არა ერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. არავის ვებრძვით - არც ამერიკას, არც ევროპას. საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ვიცავთ. ჩვენი პოლიტიკა აქედან გამომდინარეობს, რომ, პირველ რიგში, იდგეს სამშობლოს ინტერესები. ბევრჯერ ვთქვით, რომ დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართები ორმაგ სტანდარტს იყენებს.

„დიალოგზე ზუსტად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. როდესაც რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კრიტიკა მოდის, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაც მსგავსი კანონის მიღებაზე იწყებს საუბარს. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? თუ ისინი საკუთარ ქვეყნის ინტერესებს იცავენ, რატომ არ შეიძლება, რომ ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც უდიდესი წარსული და კულტურა აქვს, თავისი ქვეყანა დაიცვას?!" - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციონერების განცხადებებს, რომ ევროკავშირის მიერ დაანონსებული დიალოგი, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობდეს, კახა კალაძემ აღნიშნა: „ოპოზიციის მოტივაცია ვიცით, როგორმე ქვეყანა დაზიანდეს. თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ქვეყანას ყველაფერს უსურვებენ. მათ არ უხარიათ, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიურად წინ მიდის და ა.შ."

 





მსგავსი სიახლეები
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება
საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა
მაკა ბოჭორიშვილი - ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი