პიტ ჰეგსეტი - სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ?

სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა საფრანგეთში, სადესანტო სამხედრო ოპერაციის, იგივე D-Day-ს 82-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ესპანეთისა და იტალიის სანაპიროები; საბერძნეთისა და ბულგარეთის. ნავები და ხალხი ჩადიან. როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ? თუ უკვე გვიანია? ვლოცულობ და მჯერა, რომ არა. კაცმა, რომელიც აქ იბრძოდა და დაიღუპა, ევროპაში თავისუფლება აღადგინა. ეს თავისუფლება ლიდერებისა და მებრძოლების ამ თაობამ უნდა შეინარჩუნოს, თორემ, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, მხოლოდ დროებითი იქნება. დღეს, როდესაც სულ უფრო რთულ საფრთხეებს ვაწყდებით, ვიხსენებთ 82 წლის წინ ამ სანაპიროებზე ნასწავლ გაკვეთილებს. ძლიერი მოკავშირეები, რომელთაგან თითოეული სრულად არის ერთგული თავისი როლის შესრულების, იმარჯვებენ ომებში.

აქ დაკრძალული მამაკაცები იბრძოდნენ საომარ ალიანსში, სადაც თითოეულმა პარტნიორმა სრული მონდომება, გამბედაობა და თავგანწირვა გამოიჩინა. არც ცარიელი ლოზუნგები, არც მდიდრული სამიტები, არც კომუნიკეები - ნამდვილი მოკავშირეები არიან, რომლებიც რეალურ საქმეებს აკეთებდნენ, რეალურ დანაკარგებს იღებდნენ საერთო მიზნისთვის, რომლისთვისაც ბრძოლა და სიკვდილი ღირდა. თითოეულმა ერმა გაიღო თავისი წილი. თითოეულმა ერმა სისხლი დაღვარა. ამერიკა იქნება ლიდერი და ასე უნდა იყოს, მაგრამ ქმედითუნარიანი მოკავშირეები უნდა გვედგნენ გვერდით, მხარდამხარ, კრიტიკულ მომენტში", - აღნიშნა ჰეგსეტმა.

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა
რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
პიტ ჰეგსეტი - სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ?
სომხეთში ოპოზიციური პარტია "ძლიერი სომხეთის" ექვსი წევრი დააკავეს
შავ ზღვაში თურქული დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მეთევზე
„ბლუმბერგი“ - „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს
,,მე ზელენსკის და პუტინის შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ - მათ თავად მოაგვარონ''-ტრამპი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა
„აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია და არც არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას“- აზერბაიჯანის საგარეო უწყება
პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები
აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს
ზელენსკი პუტინს წერილით მიმართავს - ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი
ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა