,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი

 

„ოპოზიციის ალიანსი" აგრძელებს მუშაობას, ვინაიდან ალიანსის მთავარი ამოცანა არის ძლიერი სტრუქტურის შექმნა და ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება ბოლომდე, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი.

„ნებისმიერი გზავნილი, რასაც შეიძლება, ტელევიზიით ვისმენდეთ, საერთო საქმეს აზიანებს. ამიტომ, ყურადღებას არც ვაქცევ ამ განცხადებებს. ჩვენი კამპანიაა დასაგეგმი, ამაზე დღესაც იყო კომუნიკაცია, ამ კამპანიას რეგიონებშიც გავაგრძელებთ. ნებისმიერი პარტია, რომელიც, მიიჩნევს, რომ საერთო საქმე და ერთობა მნიშვნელოვანია, ამ საერთო კამპანიაში ჩაერთვება", - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი, ვისაც ბზარი შეაქვს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თვითონ დაზარალდება.

„მთავარია საქმე, რასაც ხალხი ითხოვს. ნებისმიერი, ვინც ამ ერთობას, ამ საქმეს გაჰყვება, გააკეთებს საქმეს და ხალხს დაუმტკიცებს, რომ შეუძლიათ მუშაობა და ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება, ის ჯგუფი იქნება ცვლილების მომტანი. ამიტომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ალიანსშია, ან არ არის და  ცდილობს ან შეიტანს ბზარს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თავად დაზიანდება", - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება
საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა