ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News

 

ირანმა შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კვლავ დაადანაშაულა, რადგან ამერიკელმა სამხედროებმა გორუკსა და ქეშმის კუნძულებზე მდებარე ირანის სანაპირო დაცვის რადარებზე თავდასხმა განახორციელეს.

"ეს ობიექტები შექმნილია ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თავდასხმა წარმოადგენს 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტს", - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდო ოთხი ირანული კამიკაძე დრონი, რომელიც ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდა. აშშ-ის ინფორმაციით, ირანმა შვიდი რაკეტა ისროლა ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით, რომლებიც ჩაჭრეს.

ცენტრალური სარდლობის განცხადების თანახმად, აშშ-მ რადარებზე დარტყმები მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეს.

ამასთან, ირანი ამტკიცებს, რომ დარტყმები "თავდაცვის" მიზნით განახორციელა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის უფლების ფარგლებში, აგრესიის ამ აქტს სიფხიზლით, მონდომებითა და სრული უფლებამოსილებით უპასუხეს პროპორციული და ეფექტური რეაგირებით, რითაც თავიდან აიცილეს თავდასხმის უკან მდგომი პირების მავნე მიზნების რეალიზება", - ნათქვამია ირანის განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ"-The Wall Street Journal
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN