7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
ეს დღესასწაული მოძრავია და სულთმოფენობის შემდგომ პირველ კვირას აღინიშნება.
ყოველთა წმინდანთა დღესასწაულზე იხსენიება ყველა წმინდანი ერთად, არა მარტო ცნობილნი, არამედ უცნობნიც. წმინდანებს შეუძლიათ ჩვენ შეგვეწიონ არა მათ მიერ გაღებული ღვაწლით, არამედ სიყვარულით მოპოვებული სულიერი თავისუფლების ძალით. ისინი აძლევენ ჩვენს ლოცვას მეოხების ძალას ღვთის წინაშე. უფლის ანგელოზებთან ერთად წმინდანებს მაცხოვარმა მისცა უნარი, აღასრულონ საკუთარი ნება ადამიანთა შორის სიცოცხლეშივე. ისინი, ასე ვთქვათ, ღვთის ხელები არიან, რომელთა მეშვეობითაც უფალი თავის სასწაულებს აღასრულებს, ამიტომ წმინდანებს სიკვდილის შემდეგაც შეუძლიათ აკეთონ კეთილი საქმეები თანამოძმეთა ჭეშმარიტი გადარჩენისათვის. ეკლესიას სხვადასხვა ხარისხის წმინდანი ჰყავს: წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმსახურნი, მსოფლიო მოძღვარნი, ღირსი ბერები, წმ. მხედარნი, წმ. მეფენი, მკურნალნი, უვერცხლონი და სხვანი. ყოველ ეპოქას წმინდანობის თავისი გამორჩეული ხატი გააჩნდა. ყველა წმინდანი ცნობილი არაა ადამიანთათვის, უფალმა მრავალთა სახელი უცნობი დატოვა. წმინდანები თავის ერთობაში ღვთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის წინამძღვრობით ღვთის დიდებას აცხადებენ კაცობრიობაში: "საკვირველ არს უფალი წმინდანთა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა."
მსგავსი სიახლეები
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა
,,ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების''- მიხეილ სარჯველაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი
ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები -მამა შალვა კეკელია
6-8 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას
სან ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძე-ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი