ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა „პირობები უფრო უარესი იქნება".

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან გაუშვა წაგებული ომიდან გასვლის შანსი, როდესაც უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, მოგვიანებით რუსეთს მაინც მოუწევს, დათანხმდეს გაცილებით ცუდ პირობებს.

„რუსებისთვის კარგი ამბები არაა.  პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან. რუსეთისთვის ვითარება მხოლოდ გაუარესდება. ბრძოლის ველზე დანაკარგები გაიზრდება. მარცხი სულ უფრო დამამცირებელი იქნება. ეკონომიკა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა რეცესიაში. გაქრება სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაიზრდება გადასახადები, ინფლაცია კი ყველაზე მეტად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას დაარტყამს.

რუსეთში უკვე აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი, სადაც უკრაინის შორი რადიუსის სანქციებს დაემალებით, თუმცა მათი ინტენსივობა გაიზრდება. საერთაშორისო ზეწოლა არ შესუსტდება, მხოლოდ გაძლიერდება. მათ შორის აქტივების გაყინვით, მოგზაურობის აკრძალვით და დანაშაულისთვის გარდაუვალი პასუხისმგებლობის დაყენებით", - წერს სიბიგა.

მისი თქმით, პუტინი ვერასდროს მიაღწევს მის მიზანს ბრძოლის ველზე და უმჯობესი იქნება, უარი თქვას „ბოდვაზე, რომ უკრაინა მალე დაიშლება", რომ პარტნიორების მხარდაჭერა შესუსტდება ან რუსეთზე ზეწოლა შემცირდება.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისით დათარიღებულ ღია წერილში ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, განესაზღვრათ თარიღი შეხვედრისთვის და დაესრულებინათ ომი. პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს შეხვედრის აზრს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს''- სომხური მედია
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“- რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში
სომხური მედია - გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რუსეთმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანა- არის მსხვერპლი
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა
რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
პიტ ჰეგსეტი - სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ?
სომხეთში ოპოზიციური პარტია "ძლიერი სომხეთის" ექვსი წევრი დააკავეს
შავ ზღვაში თურქული დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მეთევზე
„ბლუმბერგი“ - „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს
,,მე ზელენსკის და პუტინის შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ - მათ თავად მოაგვარონ''-ტრამპი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა