TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, საფეხბურთო სამყარო მოულოდნელი ტრანსფერით შოკში ჩააგდოს, მას პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს - ამ ცნობებს გამოცემა TeamTalk ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა გამოაცხადა „გალაქტიკოს" კალიბრის მოთამაშის 150 მილიონ ევროდ ტრანსფერის შესახებ, რამაც საფეხბურთო წრეებში დიდი აჟიოტაჟი და სპეკულაციები გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს ერლინგ ჰალანდი, ჟერემი დოკუ, მაიკლ ოლისე, ჟოაო ნევეში ან ვიტინია.
თუმცა, TeamTalk-ის მტკიცებით, „რეალის" პრეზიდენტს სურს მადრიდში პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიყვანა. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბმა" ქართველი ვინგერის პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და „რეალის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 25 წლის ფეხბურთელი მზადაა „ლოს ბლანკოსში" გადასასვლელად.
კვარაცხელია პსჟ-ში 2025 წლის იანვარში 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პარიზული კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 48 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მსგავსი სიახლეები
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა
,,ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების''- მიხეილ სარჯველაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი
ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები -მამა შალვა კეკელია
6-8 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას