ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს

 

დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს, მოლოდინი მაქვს, რომ სომხეთის მოქალაქეები გაიმარჯვებენ , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რეგიონზე არჩევნების შესაძლო შედეგების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დემოკრატია ყოველთვის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მოქმედებს.

„ვფიქრობ, დემოკრატია ყოველთვის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს და რა თქმა უნდა, დემოკრატია რეგიონული მშვიდობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამჟამად, საბედნიეროდ, აზერბაიჯანთან მშვიდობა გვაქვს. თქვენ იცით, რომ საქართველოსთან ძალიან ღრმა და ძმური ურთიერთობები გვაქვს. და, რა თქმა უნდა, მე თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებას და დამყარებას ველი", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თურქეთთან საზღვარი, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები უახლოეს მომავალში გაიხსნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა „ტრამპის გზის" პროექტის მნიშვნელობას.

„TRIPP"-ის პროექტი „გეიმ ჩეინჯერია", რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, რადგან ჩვენ გვექნება გახსნილი არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტებიც, რაც ძალიან სასარგებლოა სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისა და ირანისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს''- სომხური მედია
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“- რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში
სომხური მედია - გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რუსეთმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანა- არის მსხვერპლი
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა
რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
პიტ ჰეგსეტი - სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ?
სომხეთში ოპოზიციური პარტია "ძლიერი სომხეთის" ექვსი წევრი დააკავეს
შავ ზღვაში თურქული დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მეთევზე
„ბლუმბერგი“ - „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს
,,მე ზელენსკის და პუტინის შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ - მათ თავად მოაგვარონ''-ტრამპი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა