მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება

იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

სააკაშვილის თქმით, გისოსებს მიღმა ვერ შეძლებს ივანიშვილის დამარცხებას, რისთვისაც გარეთ ყოფნა სჭირდება.

 

„იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა ჩემს ოპოზიციად, ვიდრე ივანიშვილი. გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ მის დამარცხებას, ამისთვის გარეთ ყოფნა და თავისუფლად გადაადგილება მჭირდება. ყველა მინუს ერთში გამსახურდიას გულისხმობდნენ​ და რა უბედურებაც მოიტანა ამან, ყველამ ვნახეთ. თავის ეგოზე მაღლა ყველამ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენოს. ეს ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, სიტუაცია არის შემდეგი - რეჟიმი საერთო იზოლაციაშია, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებთანაც აერევათ სიტუაცია, ცდილობენ, ტრამპის გულის მოგებას - დედა დედაა, მამა მამაა და ა.შ, მაგრამ ტრამპი რომ ამბობს ოპოზიციის ლიდერები არ უნდა იყვნენ ციხეში და პირს არ უნდა უკეტავდნენ, ეს ვერ გაიგეს. ბიზნესპროექტებით ცდილობენ ტრამპის მოზიდვას, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ვერ მოიგებს ტრამპის გულს. ბიზნესპროექტს თუ შესთავაზებენ, ტრამპის ახლობელი დათანხმდება, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა. ამერიკასთან არათუ ვერ დაალაგებენ, დიდი გამწვავებისკენ მოდიან. ევროპას რაც შეეხება, სრული შეუთავსებლობაა. ეს ის ევროპაა, სადაც ესენი უკრაინას ლანძღავენ, ასევე დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას. ვერ მოხდება გადატვირთვა, თუ ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდება და ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩემი ხედვა რჩება ძალაში და ეს ხედვა აუცილებლად თქვენთან ერთად გაიმარჯვებს.

 

არ მივცეთ საშუალება, მთელი ქვეყანა ქაოტურ იდიოტურ ბაზარს დაამსგავსონ. ივანიშვილმა ვერ უნდა შეგვათრიოს საკუთარ ბაზარში, ეს ჩვენი ამოცანაა. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ იდეაზე კონცენტრირება შეგვიძლია და არა მუჯლუგუნების რტყმა. ჩემს მომხრეებს ზოგი კარვის ქალებს, ეძახის ზოგი - რას. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ეპითეტებისგან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ვარცხნილობა ნიშნავს, რომ მე ვარ საბრძოლო ფორმაში. ჩვენი ოპტიმიზმი, ხედვა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გადავდოთ. შეიძლება, აქედან მთლიანად განადგურებულები ან მოგებულები აღმოვჩნდეთ. საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი იყო და ამას დავიბრუნებთ. მსოფლიოში დიდი როლის მატარებელი ქვეყანა იყო საქართველო და ამან გადაარჩინა ქვეყანა 2008-ში, მთელი მსოფლიო დაგვიდგა. „ლუზერობა" შორს, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები", - განაცხადა სააკაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, ​მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები
გიგა ფარულავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს არ უნდა შეეხოს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ჰაქან ფიდანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსის" ყველა წევრი ღალატობს სამშობლოს, ისინი უცხოელების სიმპათიის, ფულის მოსაპოვებლად იბრძვიან, კარგად ვიცით, შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან, დაფინანსება მიიღონ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა უნდა შეწყდეს, პირველ ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ბრიუსელმა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება
თეა ახვლედიანი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ