საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა.
„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვის ეტაპს დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაოები განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედრები გაემართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და მათთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ემსჯელა. ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან", - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
გიგა ფარულავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს არ უნდა შეეხოს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ჰაქან ფიდანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსის" ყველა წევრი ღალატობს სამშობლოს, ისინი უცხოელების სიმპათიის, ფულის მოსაპოვებლად იბრძვიან, კარგად ვიცით, შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან, დაფინანსება მიიღონ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა უნდა შეწყდეს, პირველ ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ბრიუსელმა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება
თეა ახვლედიანი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი