შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსის" ყველა წევრი ღალატობს სამშობლოს, ისინი უცხოელების სიმპათიის, ფულის მოსაპოვებლად იბრძვიან, კარგად ვიცით, შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან, დაფინანსება მიიღონ
თავისი არსით საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ პარტიებთან. ამიტომაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამის დასადგენად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციის ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი სამშობლოს ღალატობს".
„პარტიები როდესაც ამოვარდნილი არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან და გადაქცეულნი არასისტემურ ჯგუფებად, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესის წარმოებაა, რათა ყველაფერი იმ სამართლებრივ პოლიტიკურ სივრცეში მოექცეს, რომელიც ჩვენი კინსტიტუციითაა დადგენილი. ეს აურზაური სულ იქნება, ვიდრე შევეგუებით, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუციის მტერი პარტიები. მთავარი, ვისაც ე.წ ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი ღალატობს, არის საქართველო. სამშობლოს როცა უღალატებ, მაშინ ერთმანეთის ღალატი თუ ერთმანეთთან ჩხუბი, დავიდარაბა მეჩვიდმეტეხარისხოვანია. „ნაცმოძრაობის" ალიანსს მთავარი პრობლემა აქვს ის, რომ საკუთარ ქვეყანას ღალატობენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია უცხოელების სიმპათიის, ხმების, ფულის მოსაპოვებლად იბრძვის.
„ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის სიმპათიისა და ხმების მოსაპოვებლად, არამედ უცხოელების სიმპათიის, ხმების, ფულის მოსაპოვებლად. ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა შეხვედრაზე, საელჩოებში და უცხოელებთან შეხვედრაზე, როგორ იხვეწებიან, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა დაფინანსება მიიღონ. ეს არის ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის. მათ პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს და ვიცით, რა პირობებს აძლევენ - ხელისუფლებაში თუ მოვლენ, რომელ ქვეყანას და რომელ ჯგუფს რას დაუთმობენ. რასაც ვაკვირდებით, ეს არის ქვეყნის გაყიდვა პირდაპირ ეთერში. ყოველი ამ ქვეყნის დროშის აფრიალებას თავისი ფასი აქვს - ანაზღაურება. ყოველი უცხოელი პოლიტიკოსის ბანერის დაჭერასა და ყოველი უცხო ქვეყნის, მისი ხელისუფლების დიდებაში თავიანთ ანაზღაურებას იღებენ. ეს არის ბრძოლა უცხოური ფულისთვის. უცხო ქვეყნებს, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ და საქართველოში ფარულად ხარჯავდნენ ფულს პოლიტიკაში, დღეს ეს შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ როგორც საკანონმდებლო, ისე, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების შედეგად. ამიტომაც არის გაერთიანებული ფრონტი საქართველოს წინააღმდეგ - ერთი მხრივ, ევროკავშირის მხრიდან მუქარა, რომ ეს კანონები შეიცვალოს, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, კვლავ ფარულად აფინანსონ პოლიტიკა, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები
გიგა ფარულავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს არ უნდა შეეხოს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ჰაქან ფიდანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსის" ყველა წევრი ღალატობს სამშობლოს, ისინი უცხოელების სიმპათიის, ფულის მოსაპოვებლად იბრძვიან, კარგად ვიცით, შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან, დაფინანსება მიიღონ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა უნდა შეწყდეს, პირველ ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ბრიუსელმა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება
თეა ახვლედიანი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ