მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს პროცედურები უხეშად დაარღვია

სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს პროცედურები უხეშად დაარღვია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთს საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მთელი საარჩევნო კამპანია და თავად ხმის მიცემის პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ მკაცრი რეპრესიების ატმოსფეროში მიმდინარეობდა.

„სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც, ტრადიციულად, ღრმად არის პატივცემული ქვეყანაში, ასევე დევნის ქვეშ მოექცა. ეს წარმოადგენს ერევნის მიერ თავისუფალი არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპებისა და პროცედურების უხეშ დარღვევას", - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, რეპრესიების ქვეშ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის მომხრე და ევროკავშირში გაწევრიანების ჩიხური კურსის მოწინააღმდეგეები არიან.

„რაც შეეხება მოსკოვის მომავალ პოლიტიკას სომხეთთან ურთიერთობაში, ვაპირებთ ჩვენი მოქმედების კურსის ჩამოყალიბებას სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯების გათვალისწინებით", - აღნიშნა რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა
PACE-ს დელეგაციის წევრი - სომხეთში არჩევნები პირდაპირი უცხოური ჩარევით ჩატარდა, რუსეთისთვის პრიორიტეტული იყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა სომხეთის გავლენის სფეროს ქვეშ შენარჩუნებისთვის
მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს პროცედურები უხეშად დაარღვია
დონალდ ტრამპი - ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ "სროლა"
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი
ნიკოლ ფაშინიანი - სამველ კარაპეტიანი, რობერტ ქოჩარიანი, გაგიკ ცარუკიანი უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა
სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ფაშინიანიის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს აიღებს
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 57 შეტყობინება შევიდა - დაკავებულია 14 პირი
სომხეთი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის - ნიკოლ ფაშინიანი
,, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს''- სომხური მედია
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“- რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში
სომხური მედია - გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს