ჰაქან ფიდანი - სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად
თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური და კონსტრუქციული, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა სტამბოლში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით და აღნიშნა, რომ ამ მექანიზმს მიიჩნევენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად.
„თითქმის 14 წელია, ეს მექანიზმი უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან ჩვენს ქვეყნებს მრავალი სარგებელი მოუტანა. პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებიდან დაწყებული, დასრულებული ეკონომიკური ინტეგრაციით, ტრანსპორტით, ენერგეტიკული უსაფრთხოებით, ვაჭრობითა და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით. ამ პლატფორმამ საფუძველი მოგვცა ფართო სპექტრის სტრატეგიული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის საერთო ინტერესებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამ მექანიზმს ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი კეთილდღეობის ერთ-ერთ გარანტად მივიჩნევთ. დღესაც დეტალურად განვიხილავთ ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ვმართავთ კონსულტაციებს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით.
ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ იმ იშვიათ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რყევები და გარდატეხები, გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობა. ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ენერგომიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთვარია, იაფი, გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ ენერგორუსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. ვსაუბრობ შუა დერეფნის საკითხზე, რომელიც არის მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ხერხემალი. უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით რკინიგზა, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ ოპერაბელურობას. ახლახან ვიზეიმეთ ამ სრულიად შესანიშნავი, სტრატეგიული მარშრუტის გახსნა. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული. ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია იმ პროექტების განვითარებისთვის, იმ რთული თემებისთვის, რომელსაც ამჟამად საერთო ძალისხმევით ვავითარებთ", - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას.
„ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივად, საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში თურქეთის ინტერესებთან, მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად. მშვიდობის განმტკიცების კუთხით კონკრეტული შედეგებიც უკვე სახეზეა და ეს ყოველივე, თავის მხრივ, ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნას მიღწეული.
რასაკვირველია, გვინდა, ირანმაც მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი, მოწოდებულია, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა. ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს გახლავთ ის აუცილებლობა, რისიც ჩვენ გვჯერა, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ამისთვის ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას. ამასთან, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს თვითონ კონფლიქტის არსიც, როდესაც წარვმართავთ დიპლომატიურ პროცესს. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ საერთო ვითარება და ის ვითარება, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესში შედის. ამასთან, აზოვის ზღვის მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით", - განაცხადა განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
1tv.ge
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს, როგორც რეგიონის განვითარების, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების წინაპირობას
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
ჯეიჰუნ ბაირამოვი - მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სავაჭრო დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, გვინდა, ეს პოტენციალი გაიზარდოს, მუდმივად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ჩვენი გეგმები
საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლების მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის
ჰაქან ფიდანი - სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები
გიგა ფარულავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს არ უნდა შეეხოს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ჰაქან ფიდანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსის" ყველა წევრი ღალატობს სამშობლოს, ისინი უცხოელების სიმპათიის, ფულის მოსაპოვებლად იბრძვიან, კარგად ვიცით, შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან, დაფინანსება მიიღონ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა უნდა შეწყდეს, პირველ ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ბრიუსელმა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება
თეა ახვლედიანი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება