საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა

საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი ლუარეში მდებარე ბრე-სენ-ენიანის ტყეში მოხდა. ვერტმფრენი დაკარგული მოზარდის სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორტზე სამი ჟანდარმი იმყოფებოდა. პილოტი და ბორტმექანიკოსი მძიმე მდგომარეობაში ორლეანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მესამე სამხედრო კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

როგორც მედია წერს, მოზარდი, რომელიც ერთი დღით ადრე გაუჩინარდა, მოგვიანებით იპოვეს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ევროპაში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ვერტმფრენი დევონის საგრაფოში ჩამოვარდა, რასაც სამი სამხედრო ემსხვერპლა. ორი დღით ადრე ჩეხეთში, პრაღის მახლობლად მომხდარ ავიაკატასტროფას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 





მსგავსი სიახლეები
რომის პაპი - მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის
,,არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ქვეშ ჩატარდა''- სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელი
საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა
PACE-ს დელეგაციის წევრი - სომხეთში არჩევნები პირდაპირი უცხოური ჩარევით ჩატარდა, რუსეთისთვის პრიორიტეტული იყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა სომხეთის გავლენის სფეროს ქვეშ შენარჩუნებისთვის
მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს პროცედურები უხეშად დაარღვია
დონალდ ტრამპი - ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ "სროლა"
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი
ნიკოლ ფაშინიანი - სამველ კარაპეტიანი, რობერტ ქოჩარიანი, გაგიკ ცარუკიანი უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა
სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ფაშინიანიის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს აიღებს
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 57 შეტყობინება შევიდა - დაკავებულია 14 პირი
სომხეთი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის - ნიკოლ ფაშინიანი
,, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს''- სომხური მედია
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“- რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში
სომხური მედია - გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება