რომის პაპი - მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის
რომის პაპმა, ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე" მიიყვანა.
პონტიფიკოსის თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ძალისხმევა მიმართონ ომების დასრულებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების, მათ შორის მიგრანტების, მხარდაჭერისკენ.
„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას", - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.
როგორც „როიტერი" წერს, ესპანეთის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.
ლეო XIV 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეო XIV 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
მსგავსი სიახლეები
რომის პაპი - მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის
,,არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ქვეშ ჩატარდა''- სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელი
საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა
PACE-ს დელეგაციის წევრი - სომხეთში არჩევნები პირდაპირი უცხოური ჩარევით ჩატარდა, რუსეთისთვის პრიორიტეტული იყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა სომხეთის გავლენის სფეროს ქვეშ შენარჩუნებისთვის
მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს პროცედურები უხეშად დაარღვია
დონალდ ტრამპი - ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ "სროლა"
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი
ნიკოლ ფაშინიანი - სამველ კარაპეტიანი, რობერტ ქოჩარიანი, გაგიკ ცარუკიანი უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაშავდა
სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ფაშინიანიის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს აიღებს
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 57 შეტყობინება შევიდა - დაკავებულია 14 პირი
სომხეთი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის - ნიკოლ ფაშინიანი
,, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს''- სომხური მედია
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“- რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში
სომხური მედია - გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება