მშენებლობისას მწვანე ნარგავების 25%-იან შეზღუდვაში არაჯანსაღი ხეები აღარ შევა
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება. შესაბამისი ცვლილებები - „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" კანონში შედის.
დღეს მოქმედი კანონით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მერქნიან მწვანე ნარგავს, მათ შორის არაჯანსაღ ნარგავებს (გამხმარი, ფაუტი).
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული არაჯანსაღი მწვანე ნარგავები, არავითარ გავლენას არ ახდენს ეკოლოგიურ წონასწორობაზე, მათი მიჩნევა ღირებულ ნარგავებად არასწორია და პროექტით დაზუსტდება, რომ იმ ნარგავების რაოდენობაში მხოლოდ ჯანსაღი ხეები ჩაითვლება, რომელთა მიხედვითაც 25%-ის დაანგარიშება ხდება.
„ნაკვეთზე არსებული გარკვეული სახეობის მწვანე ნარგავები 25%-იან შეზღუდვაში აღარ ჩაითვლება, რაც მესაკუთრეს უფლებას მისცემს, რომ აღნიშნული მცენარეების საჭირო რაოდენობა კანონით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ მოჭრას", - ნათქვამია პროექტში.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ექნება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის საკითხზე, განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს.
„აღნიშნული ცვლილების საჭიროება განაპირობა პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა. ამგვარი მშენებლობებისთვის ხელშეწყობა კი, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის დასაცავად", - აღნიშნულია კანონპროექტში.
მსგავსი სიახლეები
,,მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან,
ირაკლი კირცხალია: "ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს."
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
მშენებლობისას მწვანე ნარგავების 25%-იან შეზღუდვაში არაჯანსაღი ხეები აღარ შევა
მაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს, როგორც რეგიონის განვითარების, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების წინაპირობას
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
ჯეიჰუნ ბაირამოვი - მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სავაჭრო დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, გვინდა, ეს პოტენციალი გაიზარდოს, მუდმივად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ჩვენი გეგმები
საქართველოში სასწავლო ბინადრობის უფლების მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის
ჰაქან ფიდანი - სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად
შალვა პაპუაშვილი - წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ახალი დინამიკა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები
გიგა ფარულავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ქართველ ხალხს არ შეეხოს, პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონიფიცირებული და მოქალაქეებს არ უნდა შეეხოს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ჰაქან ფიდანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსის" ყველა წევრი ღალატობს სამშობლოს, ისინი უცხოელების სიმპათიის, ფულის მოსაპოვებლად იბრძვიან, კარგად ვიცით, შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან, დაფინანსება მიიღონ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა უნდა შეწყდეს, პირველ ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ბრიუსელმა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება
თეა ახვლედიანი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება